სეჰენდი
სეჰენდი, საჰენდი (სპარს. سهند) — ვულკანური მასივი ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთი აზერბაიჯანის ოსტანის ტერიტორიაზე, თავრიზიდან სამხრეთით 40 კმ-ში. წარმოადგენს ელბურსის მთიანეთის ნაწილს. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. სიმაღლე 3707 მ (მთა ჰარამდაღი).[1] აგებულია ანდეზიტებით, ბაზალტებით, ტუფებითა და ვულკანური ფერფლით. კალთები დასერილია (სიღრმე 300 მ-მდე) ბარანკოსებით. მწვერვალები დაფარულია თოვლით.[2]
სეჰენდი | |
---|---|
სეჰენდი | |
კოორდინატები: 37°43′48″ ჩ. გ. 46°30′00″ ა. გ. / 37.73000° ჩ. გ. 46.50000° ა. გ. | |
ქვეყანა | ირანი |
ტერიტორიული ერთეული | აღმოსავლეთი აზერბაიჯანის ოსტანი |
უმაღლესი წერტილი | ჰარამდაღი |
სიმაღლე | 3707 მ |