სეჩურის უდაბნო
სეჩურის უდაბნო, აგრეთვე ცნობილი როგორც ნასკას უდაბნო, მდებარეობს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, პერუს ტერიტორიაზე (პიურას რეგიონი). გადაჭიმულია წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლიდან აღმოსავლეთით, ანდების მთბამდე. მის სამხრეთით მდებარეობს ატაკამის უდაბნო.
მდებარეობა
რედაქტირებასეჩურის უდაბნოს ზუსტი ტერიტორიის განსაზღვრის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. როგორც პერუში მიიჩნევენ, ის იწყება პერუს სანაპიროდან და გრძელდება პიურის რეგიონის სამხრეთ და ლამბაიეკეს რეგიონის დასავლეთ ნაწილებამდე, მისი ფართობი კი 188 735 კმ²-ს შეადგენს.
მსოფლიოს ველური ბუნების ფონდი (WWF) მიიჩნევს, რომ ეს უდაბნო იწყება პერუს ჩრდილო-დასავლეთ წვერიდან და მოიცავს მთლს სანაპირო ზოლს, გრძელდება ჩრდილოეთ ჩილემდე, იქამდე, სადაც ატაკამის უდაბნო იწყება.
ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების თვალსაზრისით კი ეს უდაბნო მოიცავს სამხრეთ პერუს სანაპირო ზოლს და შემდეგ გადადის ატაკამის უდაბნოში.
კლიმატი
რედაქტირებაუდაბნო ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობით გამოირჩევა და დედამიწის ერთ-ერთ უმშრალერ რეგიონს წარმოადგენს.[1] ზაფხულის ტემპერატურა 24 °C - 38 °C შორის მერყეობს, ხოლო ზამთრის 16 °C - 24 °C შორის.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სეჩურის უდაბნო ბუნების მსოფლიო ფონდის საიტზე დაარქივებული 2012-10-15 საიტზე Wayback Machine. .
- National Geographic-ის საიტზე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Cooke, Ronald U.; Warren, Andrew; Goudie, Andrew. Desert Geomorphology, 1992, Taylor & Francis. ISBN 1857280172