ნასკას ხაზები — ნასკას ფერდობზე უზარმაზარი გეომეტრიული და ფიგურული გეოგლიფების ჯგუფი პერუს სამხრეთით. წარმოდგენილ გამოსახულებათა შორის — პირდაპირი ხაზები, სამკუთხედები, სპირალები, ჩიტი, მაიმუნი, ობობა და ყვავილებია. რამდენადაც, თითოეული გამოსახულება ათეულობით მეტრია დიამეტრში, დედამიწიდან მათი დანახვა (აღქმა) შეუძლებელია. ეს ქმნილებები XX საუკუნის დასაწყისში მფრინავებმა აღმოაჩინეს, როდესაც პერუზე პირველი გადაფრენები დაიწყო. ნახევარუდაბნოს ჰავის წყალობით, ფიგურები უძველესი დროიდან იქნა შემონახული. 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო საგანძურშია შეტანილი. ნასკას ერთ-ერთი ნახატის, კოლიბრის ფრთების სიგანე 90 მეტრზე მეტია.

მარია რაიხეს მიერ გადაღებული ფოტოსურათი, 1953
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 700
ინგლ.რუს.ფრ.

ერთ-ერთი ვერსიით ამ გიგანტურ ხაზებზე ძველი ინდიელი ათლეტები დარბოდნენ, ანუ ნასკაში იმართებოდა რაღაც ოლიმპიადის მსგავსი.

თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად შევხვდებით ვარაუდს, რომ ნასკას ნახაზები უცხოპლანეტელების მიერაა შექმნილი და ისინი მათ ხომალდების ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებად იყენებდნენ. მაგრამ ამ ვარაუდის საწინააღმდეგოდ, აუხსნელი რჩება ის ფაქტი, რომ თუკი უცხოპლანეტელები, რომელთაც ვარსკვლავთშორის სივრცეებში სინათლის წლების გამოფრენა ძალუძთ, რაღაში სჭირდებოდათ დახაზული ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკები.

ნასკას კვლევაში მართლაც განუზომლად დიდია დოქტორ მარია რაიხის შრომა, რომელიც მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მარტოდმარტო იკვლევდა უდაბნოს. საინტერესოა კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ რაიხის მოსაზრებას: "უძველესი ხალხი მზისა და მთვარის მდებარეობის მიხედვით ადგენდა კალენდარს, ასე განისაზღვრებოდა გაზაფხულისა და შემოდგომის მოსვლა, წყლის რეჟიმის სეზონური ცვალებადობა, აქედან გამომდინარე – თესვისა და მოსავლის აღების ვადებიც. სწორედ ამიტომ არის გავლებული ამდენი წორი ხაზი. რაც შეეხება ცხოველების ფიგურებს, მათ ზუსტ დანიშნულებაზე ლაპარაკი ძნელია, მხოლოდ ის ვიცი, რომ ზოგიერთი მათგანი თანავარსკვლავედს აღნიშნავს. ყველაზე მეტად ვოცნებობ, ჩავწვდე უძველესი ხალხის აზროვნებას, რომელმაც ასეთი უჩვეულო ნიშნებით დამწერლობა დაგვიტოვა. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ამოცნობაც, თუ როგორ მოახერხეს ადამიანებმა, რომლებსაც არ შეეძლოთ უდაბნოს თავზე გადაფრენა, მოეხდინათ ციური სამყაროს სურათის გადიდებული და ზუსტი პროექცია".

მარია რაიხი გულდაწყვეტილი იყო იმით, რომ ობობას ორმოც მეტრიან ფიგურას აშკარად ეტყობოდა მანქანების საბურავების და უამრავი ტურისტის ფეხის კვალი. იგი ოცნებობდა, რომ აკრძალულიყო ამ ტერიტორიაზე მანქანებით მოძრაობა. დღეს მისი ოცნება ასრულებულია და ტერიტორია დაცულია.

ნასკას ნახატები

რედაქტირება
 
კონდორი ნასკას ველზე

ნასკას ხაზები ისტორიკოსებს არაერთ თავსატეხს უჩენს — ვინ შექმნა, როდის, რისთვის და როგორ. სინამდვილეში, გეოგლიფების მიწაზევე დანახვა შეუძლებელია, ასე რომ, მხოლოდ უნდა ვივარაუდოთ, რომ ნასკას ველის უძველესი მოსახლენი ამ გზით, ღმერთს უკავშირდებოოდნენ. გარდა რიტუალურისა, არ არის გამორიცხული ამ ფიგურების ასტრონომიული მნიშვნელობა. ხაზების შექმნის პერიოდად მეცნიერებს XII საუკუნემდე ხანა მიაჩნიათ, ანუ როდესაც ველზე ინკები გამოჩნდნენ. კვლევათა უმეტესობის თანახმად, ეს ქმნილებები ნასკას ცივილიზაციის მიერ ჩვ. წ. აღ-ით VI საუკუნემდე უნდა უნდა იყოს გაჩენილი. გეოგლიფთა წამყვანი მკვლევარი მარია რაიხე მიიჩნევს, რომ ფიგურებს ჯერ მცირე ფორმებით ამზადებდნენ, ხოლო შემდგომ საჭირო მსხვილ ზომებში ქმნიდნენ. ამის დამამტკიცებლად, მარიას ამავე რაიონში აღმოჩენილი მცირე ზომის ესკიზები მოჰყავს. სწორედ მარიას აზრით, რომელმაც ნასკას კულტურის შესწავლას ნახევარი საუკუნე უძღვნა, ეს ხაზები მსოფლიოში ყველაზე დიდი ასტრონომიული კალენდარი შეიძლება გამოდგეს. გარდა ამისა, ფიგურების ბოლოებში ხის პალოები იქნა ნაპოვნი, რაც ნახატის (ნახაზის) საერთო ფორმის საკოორდინატო წერტლებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. დადგენილია, რომ პალოები ჩვ. წ. VI საუკუნეს ეკუთვნის, სწორედ იმ პერიოდს, როდესაც ნასკას ტერიტორია ამ კულტურის მატარებელი ადამიანებით იყო დასახლებული.

ადამიანთა ნამოსახლარების კვალი სწორედ იდუმალი ნახატების სიახლოვეს არის აღმოჩენილი.

ვერსიები

რედაქტირება
 

პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად შევხვდებით ვარაუდებს, რომ ნასკას ხაზებს ძველად უცხოპლანეტური ხომალდების ასაფრენ-დასაჯდომ ბილიკებად გამოიყენებდნენ, რადგან, XX საუკუნემდე დედამიწაზე საფრენი საშუალებები არ არსებობდა. ამასთან, აუხსნელი რჩება ის ფაქტი, თუ უცხოპლანეტელებს, რომელთაც ვარსკვლავთშორის სივრცეებში სინათლის წლების გამოფრენა ძალუძთ, რაღაში დასჭირდებოდათ დახაზული ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკები. ამდენად, არ არსებობს არავითარი სარწმუნო ცნობა იმისა, რომ ნასკას ხაზები ოდესმე გამოყენებულა როგორც რაიმე სახის საფრენი აპარატის აფრენა-დაშვების პუნქტი.

უცხოპლანეტელები?

რედაქტირება

XX საუკუნეში თვითმფრინავის ილუმინატორიდან პირველად დაინახეს ნაზკას ხაზები. მათი მასშტაბებით ყველა გაოცებული დარჩა. მაშინ თითქმის არაფერი იყო ცნობილი იმ ხალხის შესახებ, რომლებიც ამ ხაზების შექმნის დროს ცხოვრობდა. გაჩნდა უამრავი, ერთმანეთზე უფრო თამამი და დაუჯერებელი თეორია. ზოგიერთები იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ხაზები უცხო პლანეტიდან მოსული საფრენი აპარატების დასაჯდომ ადგილებს აღნიშნავდა. აქაურობის გულმოდგინედ შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ეს ხაზები სრულიად ჩვეულებრივმა ხალხმა შექმნა. ცხოველთა ზოგიერთი ნახატის მახლობლად დიდი რაოდენობით თიხის ჭურჭელი იპოვეს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დაახლ. 2000 წლის წინათ დამარხული ადამიანების საფლავებში აღმოჩენილი ჭურჭლისა და ქსოვილების მსგავსი იყო. ქოთნებზე გამოსახული ცხოველები და ფრინველები ძალიან ჰგავდნენ უდაბნოში დახატულ ცხოველებსა და ფრინველებს. ცხადი გახდა, რომ ჭურჭელიცა და უდაბნოს ნახატებიც ერთსა და იმავე ხალხს ეკუთვნის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: