სექსუალური იდენტობა
სექსუალური იდენტობა — ტერმინი მომდინარეობს სექსუალობის შესახებ არსებული თანამედროვე დასავლური წარმოდგენებისგან, რომელზეც დიდი ზეგავლენა მოახდინა ადრეული სექსოლოგების ნამუშევრებმა — ისინი სექსუალობას ადამიანის ცენტრალურ კომპონენტად და ჩვენი იდენტობის ინტეგრალურ ნაწილად აღიქვამდნენ. ეს მოდელი სექსუალობის კატეგორიზებას ადამიანის ტიპების (ჰომოსექსუალები, ჰეტეროსექსუალები) და არა მათი ქცევის მიხედვით ახდენს. ტერმინი „სექსუალური იდენტობა“ ადრე ასევე გამოიყენებოდა ფსიქოლოგების მიერ (ბავშვის განვითარების კონტექსტში) სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის (საკუთარი თავის განცდა მამაკაცად ან ქალად) და გენდერული როლის (ჩვენი ქცევების და პრაქტიკის შესაბამისობის ხარისხი ფართო კულტურაში მიღებულ ფემინურ ან მასკულინურ მოდელთან).
ლიტერატურა
რედაქტირება- შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.