სესილია როთი (სესილია როტემბერგი; დ. 8 აგვისტო, 1956, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი მსახიობი. მამამისი, უკრაინელი ებრაელი, მუშაობდა რედაქტორად და ჟურნალისტად. იგი არგენტინაში შეხვდა სესილიას დედას, ჩილელ მომღერალ დინა როთს. სესილია როთი გადაიღეს რამდენიმე სატელევიზიო სერიალში. რამდენიმე ფილმზე მუშაობის შემდეგ იგი არგენტინიდან წავიდა ესპანეთში, სადაც დაიწყო ინტენსიური მუშაობა ესპანელ კინორეჟისორ პედრო ალმოდოვართან. როთი გადაღებულია პედროს ექვს ფილმში, როგორც მთავარ, ისე მეორეხარისხოვან და ეპიზოდურ როლებში.

სესილია როთი

იგი რამდენიმე წელი ცხოვრობდა არგენტინელ მუსიკოსთან ფიტო პაესთან, რომელთანაც ჰყავს შვილი. მისი ძმა არის არგენტინელი მუსიკოსი არიელ როთი.

სესილია როთი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ესპანურენოვანი მსახიობი ქალი, რომელიც მონაწილეობს ესპანურ, არგენტინულ და მექსიკურ ფილმებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება