სერჰი კურჩენკო
სერჰი კურჩენკო (უკრ. Сергі́й Віта́лійович Ку́рченко; დ. 21 სექტემბერი, 1985, ხარკივი, უკრაინის სსრ) — უკრაინელი ბიზნესმენი, 2012 წლის დეკემბრიდან ხარკივის საფეხბურთო კლუბ მეტალისტის მფლობელი და პრეზიდენტი.
კურჩენკო ხარკივში დაიბადა და 2002-2008 სწავლობდა ჯერ ტექნიკურ უნივერსიტეტში, შემდეგ 2009-2011 კი იაროსლავ ბრძენის სახელობის ეროვნული სამართლის უნივერსიტეტში. კურჩენკომ თავისი კარიერა დაიწყო როგორც ბიზნესმენმა კომპანია „ექსპოგაზში“.
სისხლისსამართლებრივი დევნა
რედაქტირება2014 წლის 6 მარტს ევროკავშირმა და კანადამ გამოაცხადეს, რომ კურჩენკო იყო უკრაინელი მაღალჩინოსნების სიაში, რომელთა მიმართ ფინანსური სანქციები დაწესდა[1][2][3]. გარდა ამისა, კურჩენკო იმ უკრაინელებს შორის იყო, რომელთა ანგარიშები შვეიცარიამ გაყინა[4]. თავად ბიზნესმენი მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ქონების წართმევის მცდელობას უკავშირებს[5]. 2014 წლის 20 მარტს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სერჰი კურჩენკოზე ძებნა გამოაცხადა[6]. მას სხვა პირებთან ერთად ბრალად ედება სახელმწიფო საწარმოს — სააქციო საზოგადოების „Укргазвидобування“ ქონების გაფლანგვა. უწყების ცნობით, „აღნიშნულმა პირებმა თხევადი გაზის ყიდვა-გაყიდვის უკანონო ბიზნეს ტრანზაქციებით განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენეს სახელმწიფოს ინტერესებს, მთლიანი ოდენობით — 1 მილიარდ ჰრივნაზე მეტი“. მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლესი რადის მიერ ვიქტორ იანუკოვიჩისათვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ კურჩენკო მოსკოვში გაიქცა[7].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Великобритания обнародовала список попавших под санкции чиновников Януковича“. УНИАН (რუსული). ციტირების თარიღი: 2022-03-21.
- ↑ „Евросоюз опубликовал список экс-чиновников Украины, чьи банковские счета заморозят“. УНИАН (რუსული). ციტირების თარიღი: 2022-03-21.
- ↑ „Канада вслед за ЕС заморозила активы бывших украинских чиновников“. УНИАН (რუსული). ციტირების თარიღი: 2022-03-21.
- ↑ „Швейцария заморозила счета 29 украинским экс-чиновникам“. Украинская правда (რუსული). 2014-10-14. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-14. ციტირების თარიღი: 2022-03-21.
- ↑ „Курченко: Я удивлен санкциями Евросоюза“. Forbes Украина (რუსული). 2014-07-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი, 2014. ციტირების თარიღი: 2022-03-21. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ГПУ оголосила Курченка у розшук“. Українська правда (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-03-21.
- ↑ Steiner, Eduard (2014-03-08). „Das Gesetz der Oligarchie“. Die Presse (გერმანული). ციტირების თარიღი: 2022-03-21.