მიგელ სერვეტი

(გადამისამართდა გვერდიდან სერვეტი, მიგელ)

მიგელ სერვეტი (ესპ. Miguel Servet; დ. 1511 ვილანუევა, ესპანეთი — გ. 1553, ჟენევა, შვეიცარია) — ესპანელი მოაზროვნე, თეოლოგი, ექიმი, კარტოგრაფი და ჰუმანისტი. ის იყო პირველი ევროპელი, ვინც ზუსტად აღწერა სისხლის ცირკულაციის სისტემა. მისი ინტერესთა სფერო მოიცავდა: მათემატიკას, ასტრონომიას, მეტეოროლიგას, გეოგრაფიას, ადამიანის ანატომიას, მედიცინას, ფარმაკოლოგიას, კანონმდებლობას და ბიბლიის შესწავლას ბერძნულ, ებრაულ და ლათინურ ენებზე.

მიგელ სერვეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიგელ სერვეტი დაიბადა 1511 წელს ესპანეთში. 1526 წელს ჩააბარა ტულუზას უნივერსიტეტში კანონმდებლობის განხრით და შემდეგ მედიცინის შესწავლა განაგრძო პარიზში 1536 წელს. შემდეგ სერვეტი გახდა პირადი ექიმი პიერ პალმიერის, ვენის ეპისკოპოსის და ასევე გაი დე მაუგირონის, ქალაქ დაფნეს ლეიტენანტ-მერის. იგი შესანიშნავად ფლობდა ძველბერძნულ, ებრაულ და ლათინურ ენებს.

თეოლოგიური აზრები და მოღვაწეობა

რედაქტირება

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გამოსცა სერვეტიმ რამდენიმე სკანდალური წიგნი: „სამების შეცდომის შესახებ“ და შემდეგ „დიალოგები სამებაზე“. რთულია თქმა ზუსტად რისი სწამდა, მაგრამ სულიწმინდას პიროვნებად არ აღიარებდა. იესოს აღიარებდა ღმერთად, თუმცა ბევრგან მაინც წერს რომ მამა არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. მაგრამ არიოზს (და ყველა სხვა ერეტიკოსს) სულელს ეძახდა. მას მოუწია ფსევდონიმის (მიგელ დე ვილანუევა) შექმნა რადგან, კათოლიკეებისგან და პროტესტანტებისგან საფრთხის რეალური ალბათობა არსებობდა.

გასამართლება და მკვლელობა

რედაქტირება

სერვეტი ჟან კალვინთან მიმოწერამ დაღუპა. კალვინმა რამდენიმე მიმოწერის შემდეგ, თავის მეგობარს მისწერა: „თუ სერვეტი ხელში ჩავიგდე, არ ვაცოცხლებ“. სერვეტიმ იგრძნო საფრთხის მოახლოება და კალვინს მისწერა „გასაგებია, რომ სატანად მთვლი, მაშ შევწყვიტოთ მიმოწერა და კარგად ყოფნას გისურვებ. ოღონდ გთხოვ, რომ ჩემი ნაწერები უკან გამომიგზავნე...“ ეს კალვინმა არ შეასრულა, რადგანაც იარაღად გამოადგებოდა სერვეტისათვის ბრალდების დასამტკიცებლად. სერვეტიმ მიწერა თავის მეგობარს: „ვიცი რომ ჩემი დღეები დათვლილია, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ, თუნდაც სიკვდილისთვის ჩემი უფლის, იესო ქრისტეს და ღმერთის გამო.“

მართლაც, ცოტა ხანში პირველი მცდელობა კალვინის მხრიდან ვენაში მოხდა, სადაც სერვეტი გამოიჭირა და ბრალი დასდო. სერვეტი ციხეში ჩასვეს, თუმცა იგი გაიქცა ციხიდან, სანამ განაჩენს გამოუტანდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, იგი ჟენევაში გამოჩნდა, სადაც კალვინმა თავისი ქადაგებისას მსმენელებში ამოიცნო და დააპატიმრებინა. ჟენევის კანონებით სხვა ქვეყნის მოქალაქის გასამართლება არ შეიძლებოდა, თუ იგი არაფერ ცუდს არ ჩაიდენდა ქალაქში. სერვეტიმ ერთი პერიოდი მოიმხრომ კიდეც ჟენევის სასამართლო, თუმცა კალვინმა მთელი თავისი გავლენა გამოიყენა. მან, არა მარტო თავის ქვეყანაში, არამედ წერილები დააგზავნა სხვა ქალაქებშიც და თხოვა იქ მყოფთ, რომ სერვეტის მოკვლაში დახმარებოდნენ. იმ ქალაქების სასამართლოებმა გადაწყვიტეს არ ჩარეულივნენ, თუმცა ეკლესიებმა ცალსახად გამოხატეს კალვინისადმი მხარდაჭერა. საბოლოოდ, კალვინმა თავისი გაიტანა და განაჩენი 26 ოქტომბერს დამტკიცდა — 41 წლის სერვეტის ცეცხლზე დაწვა მიესაჯა. თავისი წიგნები მიაყარეს და ცეცხლი წაუკიდეს, მისი ბოლო სიტყვები იყო: „უფალო იესო ქრისტე, ძეო მარადიული ღვთისა, შემიწყალე მე“. კალვინი ამის შემდგომ წერდა: „უნდა განადგურდნენ ესენი (ანაბაპტისტები) ისე, როგორც ესპანელი სერვეტი გავანადგურე...“

1903 წელს კალვინისტებმა სერვეტის მკვლელობის ადგილას დაფა გააკეთეს წარწერით: „ვაღიარებთ და ვწუხვართ კალვინის შეცდომის გამო, რომელიც იყო მისი დროის შეცდომა“.[1]

მისი სიკვდილის მნიშვნელობა

რედაქტირება

ბევრი ისტორიკოსი აღიარებს, რომ სერვეტი მოკვდა იმისთვის, რომ ტოლერანტობის მოთხოვნილების ნაპერწკალი გაჩენილიყო. სებასტიან კასტელიო იყო პირველი ვინც დაწერა ნაშრომი რელიგიურ თავისუფლებაზე, კალვინის წინააღმდეგ. კალვინმა იგი დროებით ჩამოიშორა, მაგრამ ის ტალღა რაც აგორდა აღარ გაჩერებულა.

ისტორიკოსი მარიან ჰილერი, რომელიც შეისწავლიდა ადამიანის უფლებების ჩამოყალიბებას, წერს: „ისტორიულად რომ განვიხილოთ, სერვეტი მოკვდა იმისთვის, რომ სინდისის თავისუფლება გამხდარიყო სამოქალაქო კანონი დღევანდელ საზოგადოებაში.“

ჰუმანიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ვოლტერი, რომელიც ათეისტი იყო, სერვეტის დიდ პატივს სცემდა და მას მოიაზრებდა ერთ-ერთ საწყისად ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების კონცენფციისა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • „მოკლა კალვინმა სერვეტი?“ — სტენფორდ რივესი, (2008).
  • „ერეტიკოსი, რომელზეც ნადირობდნენ“ — ბაინტონი.
  • „ცივილიზაციის ისტორია — რეფორმაცია“ — ვილიან დურანტი.
  • „ჟან კალვინის ცხოვრება, წერილები და ნაშრომები.“ — რეიბურნი და ჰიუ იანგი (1914).
  • „სამების შეცდომების შესახებ“ და „დიალოგები სამებაზე“ — მიქაელ სერვეტი.
  • „კალვინის წინააღმდეგ — „არ უნდა მოვკლათ მწვალებლები“ — სებასტიან კასტელიო.
  • „მიქაელ სერვეტი: ინტელექტუალური გიგანტი, ჰუმანისტი და წამებული.“ — მარიან ჰილარი და კლერ ალენი. (2002)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება