სერდარ ბერდიმუჰამედოვი
სერდარ ბერდიმუჰამედოვი (თურქმ. Serdar Berdimuhamedow; დ. 22 სექტემბერი 1981, აშხაბადი, თურქმენეთის სსრ, სსრკ) — თურქმენი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. თურქმენეთის მეორე პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ერთადერთი ვაჟი. თურქმენეთის პრეზიდენტი 2022 წლის 19 მარტიდან.[1]
სერდარ ბერდიმუჰამედოვი | |
---|---|
თურქმ. Serdar Gurbangulyýewiç Berdimuhamedow | |
დაბადების თარიღი | 22 სექტემბერი, 1981 (43 წლის) |
დაბადების ადგილი | აშხაბადი, სსრკ |
მოქალაქეობა | თურქმენეთი |
განათლება | თურქმენეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია და Geneva Centre for Security Policy |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი |
მამა | გურბანგული ბერდიმუჰამედოვი |
დედა | ოგულგერეკ ბერდიმუჰამედოვა |
მეუღლე/ები | უცნობი |
ჯილდოები | Magtymguly Pyragy medal, მეგობრობის ორდენი, Q30894224?, Medal "100 years anniversary of the foundation of the Tatar Autonomous Soviet Socialist Republic", Hero of Turkmenistan და Order "Duslyk" |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1981 წლის 22 სექტემბერს აშხაბადში, ექიმ-სტომატოლოგის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვისა და მისი მეუღლის, პედაგოგ ოგულგერეკ ბერდიმუჰამედოვას ოჯახში. 1990-იანი წლების ბოლოს დაასრულა აშხაბადის საშუალო სკოლა, ხოლო 2001 წელს საფარმურატ ნიაზოვის სახელობის თურქმენეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით. 2016-2020 წლებში თურქმენეთის მეხუთე და მეექვსე მოწვევის მეჯლისის წევრია. 2018-2019 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. 2019 წელს ჯერ ახალის ველაიათის ჰაკიმის მოადგილე, ხოლო 2019-2020 წლებში ჰაკიმია. 2020-2021 წლებში თურქმენეთის მრექველობის მინისტრის თანამდებობას იკავებს. 2021 წლის 11 თებერვლიდან ერთდროულად იკავებს სამ თანამდებობას და ხდება თურქმენეთის უშიშროების სახელმწიფო საბჭოს წევრი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე და ვიცე-პრემიერი.
თურქმენეთის პრეზიდენტი
რედაქტირება2022 წლის 11 თებერვალს თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა, რომ გადადგომას და „ახალგაზრდა ხელმძღვანელებისთვის“ გზის დათმობას გეგმავს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქმენეთში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ბერდიმუჰამედოვი ძალაუფლების თავისი შვილისთვის გადაცემას გეგმავს.[2]
2022 წლის 12 მარტს თურქმენეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.[3]
2022 წლის 19 მარტს შედგა მისი ინაუგურაცია. ბერდიმუჰამედოვმა ფიცი თურქმენეთის კონსტიტუციასა და ყურანზე დადო.
2022 წლის 25 მარტს ბერდიმუჰამედოვმა ახალი სამთავრობო კაბინეტი წარადგინა, რომელიც მამამისის პერიოდის კაბინეტის წევრებისგან შედგებოდა, მთავრობას ერთი ახალი წევრი, მუჰამეთგული მუჰამედოვი შეუერთდა.[4][5]
ოჯახი
რედაქტირებასერდარ ბერდიმუჰამედოვი დაოჯახებულია და ჰყავს 4 შვილი.[6] რუსეთის დიპლომატიური აკადემიის ინსტრუქტორები და ჯგუფელები მას აღწერენ, როგორც „მოკრძალებული, პასუხისმგებლიანი, თავაზიანი და მშვიდი“.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Сын президента Туркмении стал депутатом парламента республики
- Густерин П. В. Сердар Бердымухамедов: Штрихи к портрету // ЦентрАзия
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „თურქმენეთში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა“. ghn.ge. 19 March 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი 2022.
- ↑ 12 მარტს თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-13. ციტირების თარიღი: 2022-02-13.
- ↑ „Turkmenistan strongman’s son wins presidential vote“. The Guardian. 15 March 2022. ციტირების თარიღი: 16 March 2022.
- ↑ „Döwlet Baştutanymyzyň gol çeken resminamalary“ (თურქმენული). Туркменистан: золотой век. 25 March 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 March 2022. ციტირების თარიღი: 29 March 2022.
- ↑ „Бердымухамедов переназначил вице-премьеров, в том числе Мередова“ (რუსული). RFE/RL. 27 March 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 March 2022. ციტირების თარიღი: 27 March 2022.
- ↑ Газета НТ опубликовала биографию кандидата в депутаты Меджлиса Сердара Бердымухамедова Russian. Хроника Туркменистана (14 March 2018).
- ↑ Восхождение Сердара Russian. Хроника Туркменистана (30 March 2018).