სერგი ჭილაია
სერგი ჭილაია (დ. დეკემბერი, 1912 სოფ. სერგიეთი, მარტვილის რაიონი — გ. იანვარი, 1993) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1963).
სერგი ჭილაია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1912 |
დაბ. ადგილი | სერგიეთი, მარტვილის რაიონი |
გარდ. თარიღი | 1993 |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ლიტერატურული კრიტიკოსი და მწერალი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში. 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1941-1944 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი.
1944-1949 წლებში — საქართველოს კპ ცკ-ის ლიტერატურისა და ხელოვნების სექტორის გამგე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიაში. 1968 წლიდან იყო თსუ-ს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე.
1951 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანია, ხოლო 1973 წლიდან — პირველი მდივანი. სკკპ წევრი 1939 წლიდან, საქართველოს სსრ V-XII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. საქართველოს კპ სარევიზიო კომისიის წევრი. [1]
ოჯახი
რედაქტირებამეუღლე: მარიამ სანადირაძე;
შვილები: გურამი, დალი, ლალი.
შემოქმედება
რედაქტირებალიტერატურული წერილებისა და XX საუკუნის ქართული მწერლობის რთული და საინტერესო ლიტერატურული პროცესის სისტემატიზაციის პირველი მეცნიერული მცდელობის გარდა აქტიურად მოღვაწეობდა მხატვრულ პროზაშიც.[2] მისი ნაწარმოებები ნათარგმნია რუსულად და სსრკ-ის სხვა ხალხთა ენებზე.
2013 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა მწერლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნი „სერგი ჭილაია—100“[3]
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- შრომის წითელი დროშის ორდენი
- „საპატიო ნიშნის“ ორდენი
- ხალხთა მეგობრობის ორდენი
- 1973 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ეგნატე ნინოშვილის გურია (1934)
- ვახტანგ ორბელიანი (1941)
- ეკატერინე ჭავჭავაძე (რომანი) (1966)
- მეოცე საუკუნის ქართული მწერლობა (3 ტომად)
- ქართული საბჭოთა ლიტერატურის განვითარების გზა (1953)
- შვილები (ქრონიკა, 1973)
- მე და ჩემი პროფესორი (1975)
- ცისფერი კომუნარები (1982)
- მოგონებების გამა
- ოცწლეული (1921-1940)
- წლები და პრობლემები (1980)
- ლიტერატურული წერილები
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ქსე ტ.11 თბ. 1987.
- ↑ გაზ. „კვირის პალიტრა“ 2011 წ. №18
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-10. ციტირების თარიღი: 2021-08-10.