სერგეი კაპიცა
სერგეი პეტრეს ძე კაპიცა (რუს. Серге́й Петро́вич Капи́ца; დ. 14 თებერვალი 1928, კემბრიჯი — გ. 14 აგვისტო 2012, მოსკოვი) — რუსი და საბჭოთა მეცნიერი, ტელეწამყვანი, ჟურნალ „მეცნირების სამყაროში“ («რუს. В мире науки») მთავარი რედაქტორი[8].
სერგეი კაპიცა მიეკუთვნებოდა რუსი მეცნიერების დინასტიას. მისი მამა, პეტრე კაპიცა, იყო ნობელის პრემიის ლაურეატი; პაპა, ალექსეი კრილოვი, რუსი მათემატიკოსი და გემთმშენებელი. სერგეი ასევე იყო გამოჩენილი ფრანგი ბიოქიმიკოსის, ვ. ანრისა და ცნობილი გეოგრაფის, იერონიმ სტებნიცკის შვილიშვილი და ანდრეი კაპიცას უფროსი ძმა. [9].
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პეტრე კაპიცას სახელობის ფიზიკის პრობლემების ინსტიტუტის მთავარი სამეცნიერო თანამშრომელი, პროფესორი, 4 წიგნის, ათობით სტატიის, 14 გამოგონებისა და 1 აღმოჩენის ავტორი. დედამიწის მოსახლეობის ჰიპერბოლური ზრდის ფენომენოლოგიური მათემატიკური მოდელის შემქმნელი. პირველმა დაასაბუთა და დაამტკიცა დედამიწის მოსახლეობის ჰიპერბოლური ზრდა 1 ს. ჩვ. წ.-მდე. კლიოდინამიკის ერთ-ერთი დამაარსებელი.
ევრაზიის ფიზიკური საზოგადოების, ევროპის მეცნიერებათა აკადემიის, რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის წევრი, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების საბჭოსა და რომის კლუბის წევრი. ევრაზიის ტელევიზიისა და რადიოს აკადემიის საპატიო პრეზიდენტი. დაჯილდოებულია რუსეთის პატივის ორდენით (2006)[10]. კალინგის პრემიისა (იუნესკო) და სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.[11]. ტელეგადაცემა «რუს. Очевидное — невероятное»-ს მრავალწლიანი წამყვანი. პაგუოშის მოძრაობის საბჭოს წევრი 1987—1997 წლებში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #136002935 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 Find a Grave — 1996.
- ↑ https://www.fontanka.ru/2009/07/13/078/
- ↑ Умер Сергей Капица — gazeta.ru.
- ↑ https://web.archive.org/web/20120824020213/http://expert.ru/russian_reporter/2012/33/poslednij-mudrets/
- ↑ https://www.unesco.org/en/prizes/popularization-science/laureates
- ↑ http://www.ras.ru/about/awards/awdlist.aspx?awdid=179
- ↑ ჟურნალი «В мире науки» (Scientific American-ის რუსული ვერსია)
- ↑ Сергею Петровичу Капице — 80 лет. Штрихи биографии
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 27 ноября 2006 г. № 1315. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2012-08-14.
- ↑ Постановление Правительства Российской Федерации от 20 августа 2003 г. № 508