სერგეი გლაზენაპი
სერგეი პავლეს ძე გლაზენაპი (რუს. Серге́й Па́влович фон Глазена́п; დ. 25 სექტემბერი [ძვ. სტ. 13 სექტემბერი], 1848, სოფ. პავლოვსკოე, ტვერის გუბერნია — გ. 12 აპრილი, 1937, ლენინგრადი) — რუსი ასტრონომი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1929). შრომის გმირი (1932).
ბიოგრაფია
რედაქტირება1870 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. 1870-1878 წლებში კვალიფიკაცია სრულყო პულკოვოს ასტრონომიის ობსერვატორიასა და გერმანიაში. 1877 წლიდან მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში (1885-1924 – პროფესორი). გამოიკვლია (1871-1982) იუპიტერის თანამგზავრთა მოძრაობა, დააზუსტა აბერაციის მუდმივა, აკვირდებოდა და ითვლიდა (1882-1997) ორჯერად ვარსკვლავებს. XIX საუკუნის 80-იან წლების დასასრულს, როგორც რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის გიორგი ალექსანდრეს ძის აღმზრდელი, იმყოფებოდა აბასთუმანში, სადაც მცირე ზომის ტელესკოპით აკვირდებოდა მჭიდრო ვარსკვლავთა წყვილებს მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით აშენებული კოშკიდან (ე. წ. „გიორგისეული კოშკი“, შემდგომში – „გლაზენაპის კოშკი“). გამოქვეყნებულ შედეგებს ყურადღება მიაქციეს სპეციალისტებმა და აბასთუმნი კლიმატი, ასტრონომიული კვლევისათვის ხელსაყრელი ატმოსფეროს პირობების თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს. გლაზენაპი წლების განმავლობაში იყო რუსეთის ასტრონომიული საზოგადოების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მისი თავმჯდომარე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 39.