სერგეი ბაბაიანი
სერგეი ბაბაიანი (სომხ. Սերգեյ Բաբայան; დ. 1 იანვარი, 1961, გიუმრი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი-ამერიკელი პიანისტი. Le Devoir-მა აღწერა იგი როგორც გენიოსი.[1] იგი უამრავი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია; მათ შორისაა: რობერტ კასადესუსის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი (1989) და ჰამამაცუს საერთაშორისო საფორტეპიანო ტურნირი (1991). იგი სოლისტად ჩნდება ისეთ ორკერტრებში, როგორებიც არიან: კლივლენდის ორკესტრი, ლონდონის სიმფონიური ორკესტრი, ვარშავ ფილჰარმონიკი, მარინსკის თეატრის ორკესტრი და BBC შოტლანდიის სიმფონიური ორკესტრი; აგრეთვე იგი ჩნდება ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც არიან: ვალერი გერგიევი, იური თემირკანოვი, ტუგან სახიევი, ნეემე ჯარვი, ჰანს გრაფი და დევიდ რობერტსონი.[2]
სერგეი ბაბაიანი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სომხ. Սերգեյ Բաբայան |
დაბ. თარიღი | 1 იანვარი, 1961 |
დაბ. ადგილი | გიუმრი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი |
ჟანრ(ებ)ი | კლასიკური მუსიკა |
ინსტრუმენტ(ებ)ი | პიანინო |
საიტი | sergeibabayan.com |
სერგეი ბაბაიანი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბაბაიანი დაიბადა 1962 წლის 1 იანვარს გიუმრში, სომხეთის სსრ-ში. მუსიკის სწავლა დაიწყო 6 წლის ასაკში ლუიზა მარკარიანის ზედამხედველობის ქვეშ. აგრეთვე იგი სწავლობდა ლევ ნაუმოვის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო მოსკოვის კონსერვატორიაში მისი მასწავლებლები იყვნენ ვარა გორნოსტაიევა და მიხეილ პლეტნევი.
1989 წელს გაიმგზავრა აშშ-ში. ამავე წელს მან მოიგო პირველი პრიზი რობერტ კასადესუსის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში.[3] შემდეგ ბაბაიანმა მოიგო პირველი პრიზი პალმ ბიჩის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში და აგრეთვე პირველი პრიზი მოიპოვა ჰამამაცუს საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში. 1991] წელს გახდა დედოფალ ელიზაბედის მუსიკალური კონკურსის ლაურეატი.[4]
ბაბაიანმა პირველი პრიზი მოიგო შოტლანდიის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში ხოლო მესამე პრიზი - ბუსონის საერთაშორისო საფორტეპიანო ტურნირში. ესთერ ჰონენსის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში იგი იყო ერთ-ერთო პრიზის მფლობელი.[5]
მისი პროგრამა ხშირად ისეთი კომპოზიტორების ნამუშევრებს მოიცავდა, როგორებიც არიან: ვითოლდ ლუტოსლავსკი, დიერდ ლიგეტი, კარლ ვინი და არვო პეტრი. იგი სოლისტად ხშირად ჩნდება შემდეგ ორკესტრებში: ბელგიის ეროვნული ორკესტრში, კლივლენდის ორკესტრში, ბრესკია და ბერგამოს იტალიურ სიმფონიურ ორკესტრსა და ჩეხეთის სახელმწიფო ფილარმონიაში.[2]
ბაბაიანი თანამშრომლობდა ისეთ დირიჟორებთან, როგორებიცაა ვალერი გერგიევი, იური თემირკანოვი, ნეემე ჯირვი, ჰანს გრაფი, დევიდ რობერტსონი, კაზიმიერზი კორდი და მაიკლ კრისტი.
1996 წელს ბაბიანმა კლივლენდში დააარსა მუსიკის ინსტიტუტი, სახელად სერგეი ბაბაიანის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო აკადემია, სადაც ასევე არის არტისტული რეზიდენცია.[6] მის სტუდენტებს შორის არიან: გრეიც ფონგი, ამჟამად ჩეპმანის უნივერსიტეტის მუსიკის კონსერვატორიის საკვირაო კვლევების დირექტორი; მეი-ჰუან ჰანგი, მუსიკის პროფესორი ლოვას უნივერსიტეტში; ჩინგ-იან ჰუ, 2008 წლის არტურ რუბინსტეინის კონკურსის გამარჯვებული; სტანისლავ ხირისენკო, კლივლენდის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებული და 2013 წლის დედოფალ ელიზაბედის უსიკალური კონკურსის მეოთხე პრიზის მფლობელი; და დანილ ტრიფონოვი, 2010 წლის საერთაშორისო ჩოპინ საფორტეპიანო კონკურსის მესამე პრიზის მფლობელი, 2011 წლის არტურ რუბინსტეინის კონკურსის გამარჯვებული და 2011 წლის ჩაიკოვსკის ტურნირის პირველი პრიზის მფლობელი.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Sergeï Babayan: un génie! fr. ციტირების თარიღი: 2019-02-04
- ↑ 2.0 2.1 Sergei Babayan Press Bio (PDF). Cleveland Institute of Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2022. ციტირების თარიღი: 3 February 2019
- ↑ Hall, Charles J. (2002). Chronology of Western Classical Music. Taylor & Francis, გვ. 1205. ISBN 978-0-415-94216-4. ციტირების თარიღი: 1 September 2008.
- ↑ Bouckaert, Thierry (2001). Le rêve d'Elisabeth. Editions Complexe, გვ. 241. ISBN 978-2-87027-858-1. ციტირების თარიღი: 1 September 2008.
- ↑ Nowell, Iris (1996). Women Who Give Away Millions. RSM Press, გვ. 105. ISBN 978-0-88882-187-4. ციტირების თარიღი: 1 September 2008. [მკვდარი ბმული]
- ↑ Sergei Babayan International Piano Academy. Cleveland Institute of Music. ციტირების თარიღი: 21 April 2013.
- ↑ Sergei Babayan, piano. Music Institute of Chicago. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 July 2013. ციტირების თარიღი: 21 April 2013.