სერბული ვიკიპედია
სერბული ვიკიპედია (სერბ. Српска Википедиjа/Srpska Vikipedija) — ვიკიპედიის განყოფილება სერბულ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ-ენციკლოპედია. შეიქმნა 2003 წლის 16 თებერვალს. 2009 წლის 20 ნოემბრისათვის მოიცავდა 100 ათასზე მეტ სტატიას. 2011 წლის ნოემბერში სტატიების რაოდენობამ მიაღწია 150 ათასს. სერბულ-ხორვატული ვიკიპედიის განშტოებაა.
სერბული ვიკიპედია Српска Википедиjа Srpska Vikipedija | |
---|---|
მისამართი: | sr.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | სერბული |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
სტატიების რაოდენობა: | 697 914 |
გვერდების რაოდენობა: | 4 176 618 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 28 848 651 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 392 783 |
აქტიური მომხმარებელი: | 2 145 |
ადმინისტრატორი: | 15 |
სიღრმე: | 171.6 |
სერბული ვიკიპედია სამხრეთ სლავურ ენებზე არსებულ ვიკიპედიებს შორის უდიდესია. შეიქმნა ხორვატულ ვიკიპედიასთან ერთად. სერბული ენა იყენებს ორ ანბანს: კირილიცას და ლათინურს. გარდა ამისა, გამოიყოფა ორი ოფიციალური მახვილი: ეკავური და იეკავური. ერთობლივად ქმნიან მახვილების კომბინაციას, 4 დამწერლობით ვარიანტს. როდესაც სერბული ვიკიპედია დაფუძნდა იგი მხოლოდ კირილიცას და 2 სტანდარტულ დიალექტს იყენებდა, თუმცა მოგვიანებით შეიქმნა ცდები ორი დამწერლობის — კირილიცას და ლათინურის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამისათვის თითოეული სტატიის დინამიკური ტრანსლიტერაციის მიზნით იყო მცდელობა ბოტის გამოყენების შესახებ, რომელმაც დაახლოებით 1000-მდე სტატიის ტრანსლიტერირება მოახდინა, თუმცა შემდეგ ტექნიკური პრობლემების გამო მოქმედება შეწყდა. რამდენიმე თვის შემდეგ, პროგრამული უზრუნველყოფა დასრულებული იქნა და დღეისათვის სერბული ვიკიპედიის მომხარებლებს არსებული სტატიების წასაკითხავად აქვთ საშუალება ამოირჩიონ ორი ანბანიდან ერთ-ერთი, მაგ., სერბული ვიკიპედიაში არსებული სტატია საქართველოზე; ჩანართზე ჩნდება ორი დამწერლობა: კირილიცა და ლათინური.
ამჟამად სერბულ ვიკიპედიაში არსებობს დაახლოებით 242 ათ. სტატია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სერბული ვიკიპედია“ ვიკისაწყობში.
- სერბული ვიკიპედია (სერბული)
- სერბული ვიკიპედიის მობილური ვერსია (სერბული)