სერაფიმე ბით ხარიბი
სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბით ხარიბი (მამა სერაფიმე; დ. 12 ივლისი, 1978, თბილისი) — ქანდის მონასტრის წინამძღვარი, საქართველოში მცხოვრები მარლთმადიდებელ ასურელების სულიერი მოძღვარი და ლიდერი. ეთნიკურად ასურელი ბერი. დაიბადა და გაიზარდა საქართველოში. სასულიერო ცხოვრება 24 წლის ასაკში დაიწყო.
ბიოგრაფია
რედაქტირებასერაფიმე ბით-ხარიბი დაიბადა 1978 წლის 12 ივლისს თბილისში. ოჯახში ერთადერთი ვაჟიშვილი. წარმოშობით მამა სერაფიმე ისტორიული მესოპოტამიიდანაა ევფრატისა და ტიგროსის შესართავთან მდებარე მიწიდან. მისი მშობლიური ენა არამეულია. იგი ლოცვებს არამეულად კითხულობს და გალობს უძველეს აღმოსავლეთში არსებული ტრადიციების შესაბამისად.
საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ტაეკვონდოში, სპორტის ოსტატი, შავი ქამრის, პირველი და მეორე დანების მფლობელი კარატეში. ერთხანს სამუშაოს შოვნის მიზნით უკრაინაში წავიდა, პირადი დაცვის სამსახურის უფროსად მსახურობდა, იქიდან კი საქართველოში ბერად აღკვეცილი დაბრუნდა. 2010 წლის 14 თებერვალს, შენდობის დღეს ილია II-ის ლოცვა–კურთხევით, დიაკვნის ხარისხი მიანიჭეს. 28 თებერვალს კი პატრიარქმა ის, როგორც სულიერი მამა, საქართველოს ასირიელ მოსახლეობას წარუდგინა. მამა სერაფიმე ერთადერთი ასირიელი მართლმადიდებელი არქიმანდრიტია მსოფლიოში, რომელიც იოანე ოქროპირის წირვა-ლოცვას არამეულ ენაზე აღევლენს.
წესისამებრ, წარმატებით გაიარა კომისია, არქიდიაკონმა დემეტრემ წარადგინა უწმინდესთან და პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, დიაკვნად აკურთხეს.
სადღეისოდ სოფელ ქანდაში, ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძარში მოღვაწეობს. აღნიშნულ სოფელში 2000-ზე მეტი ასურელი სახლობს.