სერანია-დე-ლა-ნებლინის ეროვნული პარკი
სერანია-დე-ლა-ნებლინის ეროვნული პარკი ― ეროვნული პარკი ამასონასის შტატში, ვენესუელაში.
სერანია-დე-ლა-ნებლინის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ამასონასის შტატი |
ქვეყანა | ვენესუელა |
კოორდინატები | 1°14′25″N 65°40′04″W / 1.240318° ჩ. გ. 65.667819° დ. გ. |
ფართობი | 13 600 |
დაარსდა | 1978 |
მდებარეობა
რედაქტირებასერანია-დე-ლა-ნებლინის ეროვნული პარკი ამაზონასის შტატში, პარიმა-ტაპირაპეკოს ეროვნული პარკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს სერო-დე-ლა-ნებლინა, რომლის უმაღლესი წერტილი, ფელფსის მწვერვალი (ზღვის დონიდან 2 992 მ.) ვენესუელის მხარესაა. მასივი ბრაზილიის ტერიტორიისკენაა გადაჭიმული, სადაც ბრაზილიის უმაღლესი მწვერვალი პიკო-და-ნებლინა (ზღვის დონიდან 3 014 მ.) მდებარეობს. ეკოსისტემის დასაცავად ბრაზილიის მხარესაც მდებარეობს პიკო-და-ნებლინის ეროვნული პარკი. პარკი გაიანის მთიანეთის ნისლიანი ტყეების ეკორეგიონშია მოქცეული.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Sears, Robin, South America: Southern Venezuela, northern Brazil, western Guyana, and eastern Colombia (NT0124), WWF: World Wildlife Fund, http://www.worldwildlife.org/ecoregions/nt0124. წაკითხვის თარიღი: 2017-04-01