სენ-ფრანსუა (ატოლი)
სენ-ფრანსუა (ინგლ. St. François Atoll, ფრანგ. Atoll Saint-François) — ალფონსის კუნძულების ორიდან ერთი ატოლი სეიშელის გარე კუნძულების შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. St. François Atoll ფრანგ. Atoll Saint-François | |
---|---|
ატოლის ხედი სამხრეთიდან, წინა პლანზე კუნძული სენ-ფრანსუა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 07°09′27″ ს. გ. 52°44′08″ ა. გ. / 7.15750° ს. გ. 52.73556° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 2 |
მთავარი კუნძული | სენ-ფრანსუა |
ფართობი | 0,196 კმ² |
სეიშელის კუნძულები | |
ოლქი | სეიშელის გარე კუნძულები |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2015) |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს 3 კმ-ით სამხრეთით ატოლ ალფონსიდან. დაუსახლებელია, მოიცავს 2 კუნძულს — სენ-ფრანსუას და ბიჟუტიეს. ატოლის ფართობი შეადგენს 0,196 კმ²-ს (196 000 მ²), საერთო ფართობი, რიფისა და ლაგუნის ჩათვლით, მნიშვნელოვნად მეტია — 40 კმ² (დაახლოებით 15 კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და 5 კმ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ).
სენ-ფრანსუას კუნძული
რედაქტირებასამხრეთ კუნძულს სახელი დაერქვა ფრანცისკ სალელის პატივსაცემად. ფართობი შეადგენს 176 000 მ²-ს (0,176 კმ²). ადგილობრივი ფაუნა მოიცავს ფრეგატებს, Dromas ardeola-ს და ცისფერ ცხრაფეხას. კუნძულამდე მიღწევა შესაძლებელია ნახევარ საათში ნავით ალფონსიდან. 7°09′23″ ს. გ. 52°44′17″ ა. გ. / 7.1565306° ს. გ. 52.7381583° ა. გ..
ბიჟუტიეს კუნძული
რედაქტირებაჩრდილოეთის კუნძული სიდიდით ნაკლებია სამხრეთის კუნძულზე. თავისი სახელი მიიღო ფრანგული სიტყვიდან — «bijoutier», რაც «იუველირს» ნიშნავს. ბიჟუტიეს ფართობია — 20 000 მ² (0,02 კმ²). კუნძულამდე მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ნავით მოქცევის დროს. ფეხით ბიჟუტიეს კუნძულს შეიძლება გარს შემოუარო სულ რამდენიმე წუთში. 7°04′04″ ს. გ. 52°44′05″ ა. გ. / 7.0678667° ს. გ. 52.7347500° ა. გ.
ისტორია
რედაქტირებასენ-ფრანსუას ატოლი 1730 წელს აღმოაჩინა შევალიე ალფონსმა, ფრანგული ფრეგატ «Le Lys»-ის მეთაურმა. ატოლს სახელი ეწოდა წმინდა ფრანცისკ სალელის პატივსაცემად.