სენტ-ამან ბაზარი (დ. 19 სექტემბერი, 1791, პარიზი ― გ. 29 ივლისი, 1832, კურტრი) — ფრანგი უტოპისტი, სოციალისტი, სენ-სიმონის მიმდევარი. ბურბონების რესტავრაციის პერიოდში იყო კარბონარების და ჭეშმარიტების მეგობრების საიდუმლო ორგანიზაციების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1828-1829 წლებში სენ-სიმონისტების სკოლის დავალებით დაწერა შრომა მასწავლებლის მოძღვრების შესახებ. ხელს უწყობდა სენ სიმონიზმის სოციალური ტენდენციების განვითარებას. სენ სიმონისტების სკოლის რელიგიურ თემად გადაკეთების შემდეგ იგი ანფანტენთან ერთად თემის უზენაეს მამად გამოაცხადეს. 1831 წელს გავიდა თემიდან რელიგიის, ქოწინების და ოჯახის საკითხებზე უთანხმოების გამო.

სენტ-ამან ბაზარი

ლიტერატურა

რედაქტირება