სენის ხიდი
სენის ხიდი (რუს. Сенной мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 22,8 მეტრი, ხოლო სიგანე — 2,3 მეტრი.
სენის ხიდი Сенной мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°55′36″N 30°18′55″E / 59.926533° ჩ. გ. 30.315153° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო |
სიგრძე | 22,8 მ |
სიგანე | 2,3 მ |
გახსნის თარიღი | 1931 |
მდებარეობა
რედაქტირებასენის ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს არხის სანაპიროს სენის მოედანთან.
დინების ზემოთ მდებარეობს დემიდოვის ხიდი, ხოლო ქვემოთ — კოკუშკინის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურებია „სადოვაია“, „სენის მოედანი“ და „სპასკაია“.
სახელწოდება
რედაქტირებახიდის სახელი ცნობილია 1951 წლიდან. სახელი უწოდეს სენის მოედნის სიახლოვის გამო.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1931 წელს „ლენენერგოს“ გათბობის მილების გასაყვანად და ფეხით მოსიარულეებისათვის. ეს იყო ხის ხიდი, ასევე ხისავე საყრდენებზე. 1952 წელს ხიდს მეტალის საყრდენები დაუმონტაჟეს. პროექტი შეიმუშავა „Лендормостпроект“-ის ინსტიტუტის ინჟინერმა პ. ვ. ბაჟენოვმა.
2017 წელს სენის ხიდი დახურეს კაპიტალურ რემონტთან დაკავშირებით. ამის გამო იგი მთლიანად დაშალეს.
კონსტრუქცია
რედაქტირებახიდი ერთმალიანია და მეტალისგანაა აგებული. ხიდის მოაჯირები რკინისაა, სადა ფორმებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Сенной мост //СПб ГБУ «Мостотрест»