დემიდოვის ხიდი
დემიდოვის ხიდი (რუს. Демидов мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 20,4 მეტრი, ხოლო სიგანე — 16,09 მეტრი.
დემიდოვის ხიდი Демидов мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°55′43″N 30°18′56″E / 59.928725° ჩ. გ. 30.315447° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო, საავტომობილო |
სიგრძე | 20,4 მ |
სიგანე | 16,09 მ |
გახსნის თარიღი | 1776 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მდებარეობა
რედაქტირებადემიდოვის ხიდი არხს კვეთს გრივცოვის შესახვევის ღერძზე (ადრე დემიდოვის შესახვევი).
დინების ზემოთ მდებარეობს ქვის ხიდი, ხოლო ქვემოთ — სენის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურებია (150 მ) „სადოვაია“, „სენის მოედანი“ და „სპასკაია“.
სახელწოდება
რედაქტირებახიდს სახელი ეწოდა დემიდოვის (ახლა გრივცოვის) შესახვევის მიხედვით, რომლის ღერძეც იგი მდებარეობს. პირველ ხიდს, რომელიც ამ ადგილზე ააშენეს 1739 წელს ერქვა პატარა საარის ხიდი, რადგან მასზე გადიოდა საარის აგარაკისკენ (ცარსკოე-სელოსკენ) მიმავალი გზა. 1844 წელს ფინანსთა მინისტრის ეგორ კანკრინის ინიციატივით ხიდს უწოდეს ბანკის ხიდი და დაუკავშირეს იქვე მდებარე ბანკის შენობას. 1893-1894 წლებში ქალაქის დუმა განიხილავდა ხიდის სახელის გადარქმევის საკითხს. 1895 წელს უწოდეს დემიდოვის ხიდი.
ისტორია
რედაქტირება1776 წლიდან აქ მოქმედებდა ხის ხიდი. 1834-1835 წლებში ინჟინერ ეგორ ადამის პროექტის მიხედვით და არქიტექტორ პეტრე ბაზენის მონაწილეობით ხიდი გადააკეთეს და გახდა ერთმალიანი, თაღოვანი. ხიდის დიზაინი მსგავსია სხვა ტიპური თუჯის ტიუბინგების ხიდებისა (მწვანე ხიდი, მომღერლების ხიდი, ლურჯი ხიდი და სხვა). ხიდის დეკორატიული ელემენტები დაამზადეს ალექსანდროვსკის სახაზინო თუჯის ქარხანაში. მოაჯირების ერთ-ერთი ავტორი შესაძლებელია იყოს ანდრეი შტაკენშნეიდერი.
1954-1955 წლებში რესტავრაციის პერიოდში აღადგინეს გაუქმებული ფანარები. სარესტავრაციო სამუშაოების პროექტის ავტორი იყო ალექსანდრე როტაჩი. 1969 წელს აღადგინეს ხიდის არქიტექტურული დეტალები.
1998-1999წლებში მიმდინარეობდა კაპიტალური რემონტი ინჟინერ ვ. ვ. ზაიცევის პროექტის მიხედვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
- Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
- Блэк И., Ротач А. Чугунные арочные мосты в Ленинграде // Архитектурное наследство. — 1955. — № 7. — С. 143—156.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Демидов мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://web.archive.org/web/20171206230748/http://encspb.ru/object/2804005979 დაარქივებული 2017-12-06 საიტზე Wayback Machine. Демидов мост] //Энциклопедия Санкт-Петербурга