ქვის ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)

ქვის ხიდი (რუს. Каменный мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ და საადმირალოს რაიონებში (საზღვარი გადის ხიდზე) და ერთმანეთთან აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 19,7 მეტრი, ხოლო სიგანე — 13,88 მეტრი. ხიდი ერთ-ერთი უძველესია სანქტ-პეტერბურგში და არის XVIII საუკუნის 60-იანი წლების ხიდმშენებლობის ხელოვნების ნიმუში. არის ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი და იცავს სახელმწიფო.

ქვის ხიდი
Каменный мост
კოორდინატები 59°55′50″N 30°19′09″E / 59.930475° ჩ. გ. 30.319044° ა. გ. / 59.930475; 30.319044
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
სიგრძე 19,7
სიგანე 13,88
გახსნის თარიღი 1739
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810694005

მდებარეობა

რედაქტირება

მდებარეობს გოროხოვის ქუჩის ღერძზე. დინების ზემოთ მდებარეობს ფქვილის ხიდი, ხოლო ქვემოთ — დემიდოვის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია (500 მ) „სადოვაია“.

სახელწოდება

რედაქტირება

1739 წლის 20 აგვისტოს ხიდს უწოდეს შუა ხიდი, თუმცა ეს სახელი პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა. თანამედროვე სახელწოდება ცნობილია 1769 წლიდან. XVIII საუკუნის ბოლოდან მოქმედებდა ვარიანტი ეკატერინეს ქვის ხიდი და ეკატერინეს ხიდი, არხის სახელწოდებიდან გამომდინარე.

1739 წლიდან ამ ადგილზე მოქმედებდა ხის ხიდი. 1766-1776 წლებში ხიდი ინჟინერ ვ. ი. ნაზიმოვის პროექტის მიხედვითა და ი. ნ. ბორისოვის მეთვალყურეობით გადააკეთეს და გახდა ქვის, თაღოვანი.

ხიდი ისტორიაში შევიდა იმპერატორ ალექსანდრე II-ზე თავდასხმის გამო. 1880 წლის ზაფხულში ნაროდოვოლცები ანდრეი ჟელიაბოვი, ანდრეი პრესნიაკოვი და მაკარ ტეტიორკა ხიდზე დინამიტს ამონტაჟებენ, რათა იგი აეფეთქებინათ მასზე იმპერატორ ალექსანდრე II-ის გავლის დროს, რომელიც ამ დროს ზამთრის სასახლიდან ცარსკოე-სელოს რკინიგზის სადგურისკენ გაივლიდა. თავდასხმა, რომელიც დანიშნული იყო 16 აგვისტოს, არ შედგა, რადგან მაქსიმ ტეტიორკას არ ჰქონდა საათი და დააგვიანა დანიშნულ დროზე მისვლა. რამდენიმე დღის შემდეგ შეთქმულები ცდილობდნენ ღანმით დინამიტის დამონტაჟებას, მაგრამ ეს ვერ შეძლეს. 7 ფუთი დინამიტი ამოიღეს 1881 წელს, უკვე იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 463. — 511 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 327. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება