უოსერიბრა სენებკაიძველი ეგვიპტის ფარაონი აბიდოსის დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა დაახლ. ძვ. წ. 1650 წლისთვის, მეორე გარდამავალ პერიოდში. მისი საფლავი არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 2014 წლის იანვარში. ამ აღმოჩენამ დაადასტურა დამოუკიდებელი აბიდოსის დინასტიის არსებობა, რომელიც მართავდა ეგვიპტეს XV და XVI დინასტიების პარალელურად[1].

სენებკაი
ეგვიპტის ფარაონი
მმართ. დასაწყისი: დაახლ. ძვ. წ. 1650
მმართ. დასასრული: ?
წინამორბედი: ?
მემკვიდრე: ?
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
დინასტია: აბიდოსის დინასტია

სენებკაის საფლავი აღმოაჩინა პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგთა ჯგუფმა ჯოზეფ ვეგნერის ხელმძღვანელობით 2014 წლის იანვარში[2], ისტორიულ ქალაქ აბიდოსის მახლობლად. სამარხის კედელზე და სარკოფაგზე ორნამენტები აღმოაჩინეს, რომელზეც ამოტვიფრული იყო სახელი სენებკაი[3]. საფლავში აღმოჩენილია ფარაონის ჩონჩხი, რომელიც 185 სანტიმეტრის სიმაღლისაა. გათხრებისას აღმოჩენილია კანოპები, სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც შენახულია ფარაონის ორგანოები. სამარხში არ იყო ღმერთების ქანდაკებები, არქეოლოგები ფიქრობენ, რომ იგი გაძარცულია.