სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელი
სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელი — „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მიერ 1884 წელს დაარსებული ქუთაისის ქართველ სათავადაზნაურო სკოლის ფილიალი. შემდეგ დამოუკიდებელი ქართული 2-კლასიანი მოსამზადებელი სასწავლებელი გახდა. სასწავლებლის დაარსების იდეა 1873 წელს წამოაყენა აკაკი წერეთელმა. სკოლას დამხარებასა და ინსპექციას უწევდნენ ი. გოგებაშვილი, ლ. ბოცვაძე, ნ. ცხვედაძე, ე. თაყაიშვილი, გ. იოსელიანი და სხვები.პირველი გამგე იყო ს. ყიფიანი.სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი პედაგოგები: ა. წითლაძე, დ. ოყრეშიძე-თომაშვილი, პ. ლორთქიფანიძე, გ. ბოკერია, ი. გოგოლაშვილი, ი. ნიკოლაიშვილი, ნ. ჯანაშია, ი. რამიშვილი, ი.გომელაური, ა. შუბლაძე, რ. გამსახურდია და სხვები.
სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელმა დიდი როლი ითამაშა ქართველი ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდის საქმეში და ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ სკოლაში სწავლობდნენ კ. გამსახურდია, ს. ჯანაშია, ა. ჩიქობავა, ვ. თოფურია, პ. ქავთარაძე და სხვები. ამჟამად სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის ბაზაზე მუშაობს საშუალო სკოლა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაგუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 284.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ძველი სენაკის საჯარო სკოლა დაარქივებული 2016-09-22 საიტზე Wayback Machine.