სენაკის მუნიციპალიტეტის გერბი
სენაკის მუნიციპალიტეტის გერბი — სენაკის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
სენაკის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარმჭერები | ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა |
დევიზი | სენაკი |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი სამად არის გაყოფილი — მარჯვნიდან და მარცხნიდან ნახევრად, ირიბად, ქონგურისებურადაა გადაკვეთილი, ქვემოთ კი გაკვეთილი.
- I ნაწილი — ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარი.
- II ნაწილი — წარმოადგენს მწვანე ველს.
- III ნაწილი — ლურჯ ველს.
მწვანე და ლურჯი ველების ცენტრში მოთავსებულია ოქროს ხოხობი, ქვემოთ კი კვეთს შემცირებული სამი ვერცხლის სარტყელი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლურჯი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „სენაკი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება