სენაკის მუნიციპალიტეტის გერბი

(გადამისამართდა გვერდიდან სენაკის გერბი)

სენაკის მუნიციპალიტეტის გერბისენაკის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

სენაკის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარმჭერები ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა
დევიზი სენაკი

აღწერილობა რედაქტირება

გერბის ფარი სამად არის გაყოფილი — მარჯვნიდან და მარცხნიდან ნახევრად, ირიბად, ქონგურისებურადაა გადაკვეთილი, ქვემოთ კი გაკვეთილი.

  • I ნაწილი — ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარი.
  • II ნაწილი — წარმოადგენს მწვანე ველს.
  • III ნაწილი — ლურჯ ველს.

მწვანე და ლურჯი ველების ცენტრში მოთავსებულია ოქროს ხოხობი, ქვემოთ კი კვეთს შემცირებული სამი ვერცხლის სარტყელი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლურჯი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „სენაკი“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება