სემიონ ჩელიუსკინი
სემიონ ივანეს ძე ჩელიუსკინი (დ. დაახლ. 1707 — გ. ნოემბერი, 1764) — პოლარეთის რუსი მკვლევარი, მე-3 რანგის კაპიტანი (1756). აზნაური. 1714 წლიდან სწავლობდა მოსკოვის მათემატიკურ და სანავიგაციო მეცნიერებათა სკოლაში.[1] 1726 წლიდან ქვეშტურმანად მსახურობდა ბალტიის ფლოტში, 1733 წელს გადაიყვანეს შტურმანად და გაამწესეს კამჩატკის მეორე (ჩრდილოეთის დიდ) ექსპედიციაში, სადაც დაჰყო 1743 წლამდე.[2] მუშაობდა ვასილი პრონჩიშჩევის რაზმებში, შემდეგ ხარიტონ ლაპტევთან. 1741 წლის გაზაფხულზე ხმელეთით განვლო გზა მდინარე ხატანგიდან მდინარე პიასინამდე, აღწერა ტაიმირის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო მიდენდორფის ყურემდე, პიასინისა და ენისეის შესართავები. 1741–1742 წლების ზამთარში იმოგზაურა ტურუხანსკიდან ხატანგის შესართავამდე, აღწერა ტაიმირის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი სანაპირო ფადეის კონცხიდან დასავლეთით მდინარე ტაიმირის შესართავამდე, ამასთან აღმოაჩინა აზიის ჩრდილოეთი დაბოლოება, რომელსაც რუსმა მოგზაურმა ალექსანდრე მიდენდორფმა 1843 წელს ჩელიუსკინის კონცხი უწოდა. 1743 წელს დაბრუნდა სანქტ-ბეტერბურგში, მსახურობდა ბალტიის ფლოტის სხვადასხვა თანამდებობაზე. 1756 წელს სამსახურიდან გადადგა.[1]
სემიონ ჩელუსკინი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Семён Иванович Челюскин |
დაბადების თარიღი |
დაახლ. 1707 სოფ. მიშინა-პოლიანა, ბელიოვის მაზრა, ტულის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | ნოემბერი, 1764 |
ეროვნება | რუსი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ალმა-მატერი | მოსკოვის მათემატიკურ და სანავიგაციო მეცნიერებათა სკოლა |
საქმიანობა | მოგზაური, მკვლევარი, სამხედრო მეზღვაური |
დამსაქმებელი | ბალტიის ფლოტი |
წოდება | მე-3 რანგის კაპიტანი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Челюскин Семён Иванович // Большая российская энциклопедия. т. 34. — М., 2017. — стр. 433.
- ↑ ჩელიუსკინი სემიონ ივანეს ძე // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 95.