სემიონ არალოვი
სემიონ ივანოვიჩ არალოვი (რუს. Семён Иванович Аралов დ. 1880 — გ. 1969) — რუსი სამხედრო მოღვაწე, რევოლუციონერი, დიპლომატი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1902 წლიდან იყო რსდმპ წევრი, მენშევიკი. 1905 წლის გაზაფხულზე გაიწვიეს სამხედრო სამსახურში როსტოვის მე-2 გრენადერთა პოლკში პრაპორშჩიკად. რუსეთ-იაპონიის ოის დროს იბრძოდა ხარბინში, მანჯურიაში. 1905 წლის რევოლუციის პერიოდში დეზერტირობს და ბრუნდება მოსკოვში. ხდება რსდმპ მოსკოვის სამხედრო ორგანიზაციის წევრი. შემდგომ სამოქალაქო სამსახურშია. პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით ისევ იწვევენ სამხედრო სამსახურში. მსახურობდა მე-7 გრენადერთა პოლკში, შემდეგ 54-ე ქვეით დივიზიაში. იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე, პრუსიაში, შტაბსკაპიტნის ჩინით. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს ეწეოდა აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას. მენშევიკთა პარტიიდან აირჩიეს მე-3 არმიის რევკომის წევრად. 1918 წლის დასაწყისში ბრუნდება მოსკოვში და მსახურობს მოსკოვის სამხედრო ოლქში ოპერატიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 1918 წლის მარტიდან არის რსდმ ბოლშევიკური პარტიის წევრი. ინიშნება რსფსრ სამხედრო საქმეთა კომისარიატის ოპერატიული განყოფილების უფროსად. 1918-21 წლებში იყო სხვადასხვა სამხედრო საბჭოების წევრი.
1921 წლის ბოლოდან დიპლომატიურ სამსახურშია, ინიშნება ლიტვაში რსფსრ-ს ელჩად. 1922 წლის 5 იანვრიდან 1923 წლის აპრილამდე არის ელჩი თურქეთში, 1923 წლიდან სსრკ-ს ელჩი ჩეხოსლოვაკიაში, 1927 წლიდან კი ჩინეთში.
1936 წელს დააპატიმრეს და მიუსაჯეს დახვრეტა. შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად ლავრენტი ბერიას მოსვლის შემდეგ მისი საქმე გადაიხედა. 1939 წელს გაათავისუფლეს. მეორე მსოფლიო ომის დროს 60 წლის ასაკში მოხალისედ მიდის ფრონტზე, ირიცხება სახალხო ლაშქრის 21-ე დივიზიაში, დივიზიის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსად. 1946 წლიდან პარტიულ სამუშაოზეა. გარდაიცვალა 1969 წელს. .
ლიტერატურა
რედაქტირება- Secret Soldiers of the Revolution by Raymond W. Leonard, Greenwood Press 1999
- Leaders of Soviet Military Intelligence accessed 28 March 2009