სემენდერი — ძველი ქალაქი ჩრდილოეთ კავკასიაში, ხაზართა სახაკანოს დედაქალაქი დაახლოებით 723 წლამდე. ზუსტი ადგილმდებარეობა არ არის დადგენილი. ვარაუდობენ, რომ დაღესტნის ჩრდილოეთით ან მომიჯნავე ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რომელიმე რაიონში მდებარეობდა. სემენდერი მნიშვნელოვანი შუალედი პუნქტი იყო ამიერკავკასიიდან აღმოსავლეთ ევროპაში მიმავალი სავაჭრო გზისა. X საუკუნეში დაინგრა რუსების ლაშქრობის შედეგად.

ლიტერატურა

რედაქტირება