სემარანგი
სემარანგი (ინდონ. Semarang) — ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ იავის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ცენტრალური იავის პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ფართობი 305,17 კმ²–ს შეადგენს, მოსახლეობა კი დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანს, რა მხრივაც ის ინდონეზიის მეცხრე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია. სემერანგის აგლომერაციაში სულ 5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ჰოლანდიური კოლონიალიზმის ხანაში, სემერანგის პორტი ერთ–ერთი უმთავრესი იყო; მისი მნიშვნელობა დღესაც დიდია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იაველია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სემარანგი ინდონ. Semarang | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
პროვინცია | ცენტრალური იავა | ||||
შიდა დაყოფა | Semarang Tengah[1] , Gayamsari[1] , Pedurungan[1] , Candisari[1] , Tembalang[1] , West Semarang[1] , Ngaliyan[1] , North Semarang[1] , East Semarang[1] , Genuk[1] , Gunungpati[1] , Mijen[1] , Banyumanik[1] , Tugu[1] , Gajahmungkur[1] და South Semarang[1] | ||||
კოორდინატები | 6°58′00″ ს. გ. 110°25′00″ ა. გ. / 6.96667° ს. გ. 110.41667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 2 მაისი, 1547 | ||||
ფართობი | 305,17 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 4 მ | ||||
მოსახლეობა | 1 553 778 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 5 100 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||||
სატელეფონო კოდი | +6224 | ||||
ოფიციალური საიტი | semarang.go.id | ||||
ისტორია
რედაქტირებასემერანგის ისტორია XIX საუკუნეში იწყება, როდესაც მას ბერგოტა ეწოდებოდა. XV საუკუნის მიწურულს, აქ მუსლიმმა მისიონერებმა სოფელი და მუსლიმური სკოლა დააარსეს.
1678 წელს, სულთანმა ამანგკურატ II–მ გარკვეული თანხის სანაცვლოდ იგი ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიას გადასცა. 1682 წელს ჰოლანდიელმა კოლონიზატორებმა სემერანგის კოლონია დააარსეს. მათ გააშენეს თამბაქოს პლანტაციები, გაიყვანეს გზები, რკინიგზა და სემერანგი კოლონიის მნიშვნელოვან კომერციულ ცენტრად აქციეს.
1942 წელს, წყნარი ოკეანის ომის მიმდინარეობისას სემერანგი იაპონელებმა აიღეს. 1945 წელს ინდონეზიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სემერანგი ცენტრალური იავის დედაქალაქი გახდა.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ინდონეზიური) ოფიციალური საიტი დაარქივებული 2005-07-31 საიტზე Wayback Machine.
- (ინდონეზიური) Semarang City Guide
- (ინდონეზიური) Semarang City Information and Promo დაარქივებული 2012-09-14 საიტზე Wayback Machine.
- Semarang Star Hotels დაარქივებული 2011-08-27 საიტზე Wayback Machine.
- Semarang Photo Archives
- Global Valas