ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სელიტა ებანქსი (ინგლ. Selita Ebanks; დ. 17 თებერვალი, 1983) — კაიმანელი მოდელი და მსახიობი[1] ებანქსი მუშაობდა მაღალი მოდის ბრენდებისთვის Neiman Marcus და Ralph Lauren, და გამოჩნდა ჟურნალებში, როგორიცაა Sports Illustrated Swimsuit Issue, Vogue და Glamour, მაგრამ ებანქსი ყველაზე მეტად ცნობილია 2005 წლიდან 2009 წლამდე Victoria's Secret-ის ანგელოზობით.

სელიტა ებანქსი

სელიტა ებანქსი 2009 წელს
დაბადების თარიღი 17 თებერვალი, 1983 (1983-02-17) (41 წლის)
მოქალაქეობა კაიმანის კუნძულების დროშა კაიმანის კუნძულები
საქმიანობა მოდელი
სიმაღლე 1.77მ

ებანქსის დებიუტი 2001 წლის თებერვალში Tuleh-ის შემოდგომის შოუში შედგა. ებანქსმა პოდიუმზე გაიარა ისეთი დიზაინერებისთვის როგორიცაა ესსი ჯონსონი, კეტრინ მალანდრინო, პამელა როლანდ და ტომი ჰილფიგერი. ებანქსი გამოჩნდა Abercrombie & Fitch- ის, Tommy Hilfiger- ისა და DKNY- ის სარეკლამო კამპანიებში და 2005 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს Victoria's Secret- სთან.

ებანქსის და იზაბელ გულარტის დებიუტი Victoria's Secret Fashion Show- ში 2005 წელს შედგა. იზაბელა გულარტი Victoria's Secret– ის ანგელოზი 2008 წლამდე იყო. 2005 წელს ტაირა ბენქსი- მა პროდიუსერმა და მსახიობმა თქვა, რომ ის ამაყობს იმით, რომ ებანქსი არის Victoria's Secret– ის ერთ-ერთი ანგელოზი.[2]

2007 წელს, ებანქსისთვის შეირჩა სამოსი "Very Sexy" Holiday Fantasy Bra Set, რომლის ფასიც იყო 4,500,000 აშშ დოლარს, ტანისამოსი შეიცავს ბრილიანტებს, ზურმუხტებს, რუბიებს და ყვითელ საფერებს - ეს ძვირადღირებული სამოსი ებანქს ეცვა Victoria's Secret- ის 2007 წლის საშობაო ჩვენებაში.

Forbes- ის თანახმად, ებანქსი იყო 2008 წლის მეთორმეტე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, რომელიც წელიწადში გამოიმუშავებდა 2.7 მილიონს დოლარს.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ებანქსი დაიბადა იამაიკელი მამისა და კაიმანელი დედის ოჯახში, ჯორჯტაუნში (კაიმანის კუნძულები)[3][4].ებანქსის ოჯახი, გასაკუთრებით მისი დედა, ხელს უწყობდა მის განვითარებას კლასგარეშე პროგრამების საშუალებით. ებანქსი გადავიდა შეერთებულ შტატებში და დასახლდა სტეიტენ-აილენდი– ში, სადაც დაამთავრა კურტისის საშუალო სკოლა. ებანქსი მიიღეს ასპირანტურაში კოლუმბიის უნივერსიტეტში და ნიუ – იორკის უნივერსიტეტში სასწავლებლად, სამაგიეროდ მან აირჩია სამოდელო კარიერა. 2000 წელს, 17 წლის ასაკში ებანქსი აიყვანა სამოდელო სააგენტომ Elite Model Management-მა.[5]

ქორწინება და ქველმოქმედება

რედაქტირება

ებანქსი ურთიერთობაში იყო ხუთი თვის განმავლობაში მსახიობ Nick Cannon-თან.

2011 წელს ებანქსი დაქორწინდა რეპერ Terrence J-ზე,ქორწინება წარმატებული არ გამოდგა და წყვილი 2013 წელს დაშორდა.

2004 წელს ენბაქსმა ხელშეწყობით, მის მშობლიურ კაიმანის კუნძულებზე დააარსა საკუთარი სკოლა სადაც ადგილობრივ კაიმანელებს ეხმარება კარიერულ წინსვლაში.[6]

ენბანქსმა ასევე ჩამოაყალიბა საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქალთა კოალიცია გაძლიერების და შესაძლებლობებისთვის", 2008 წელს სიერა ლეონეში მოგზაურობის შემდეგ. ეს ორგანიზაცია ხელს უწყობს ქალთა საგანმანათლებლო და პროფესიონალურ პროგრამებს მხარი დაუჭიროს სამოქალაქო ომის შედეგად დაზარალებულებს აფრიკაში. [7]

ენბანქსმა 2013 წელს და 2014 წელს Cash & Rocket- ის ტურნეს შეუერთდა, Cash & Rocket- ის ტურენთი მოახერხეს და შეაგროვეს მილიონ დოლარზე მეტი ქალებისა და ბავშვებისთვის მთელს მსოფლიოში.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Selita Ebanks" დაარქივებული 2016-12-28 საიტზე Wayback Machine. AskMen.
  2. "[1]".The Tyra Banks Show, Retrieved on 8 June 2007.
  3. "Selita Ebanks Beautiful From the Inside Out" დაარქივებული 31 August 2010 საიტზე Wayback Machine. , 10 August 2010, The Boulevard Magazine.
  4. "Selita Ebanks" Fashion Model Directory.
  5. "2007 Sports Illustrated Swimsuit Bio - Selita Ebanks" დაარქივებული 2012-11-02 საიტზე Wayback Machine. , 2007, Sports Illustrated.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-15. ციტირების თარიღი: 2020-03-07.
  7. Kilcooley-O'Halloran, Scarlett. Cash & Rocket's Fashion Road Trip. ციტირების თარიღი: 17 December 2018
  8. Cash & Rocket en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 17 December 2018
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სელიტა_ებანქსი“-დან