სელისებრნი
სელისებრნი (ლათ. Linaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, ნახევრად ბუჩქები და ბუჩქებია. მათი მარტივი თანაფოთლებიანი (იშვიათად უთანაფოთლო) ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული.
სელისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Linaceae | ||||||||||||||
|
ყვავილი აქტინომორფულია, ხუთწევრიანი (იშვიათად ოთხწევრიანი). ოჯახი აერთიანებს 6 გვარის 250-მდე სახეობას (უმეტესობა სელის გვარს განეკუთვნება).
საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ 1 გვარი — სელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 279.