სელები — ძველი ბალტიური ტომობრივი კავშირი. XIII საუკუნეში სელები დასახლებული იყვნენ მდინარე დაუგავის მარცხენა ნაპირზე, ახლანდელი ლატვიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. სელების პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი იყო გამაგრებული ქალაქი სელპილსი (ახ. წ. VI საუკუნიდან). სელები ებრძოდნენ გერმანელ ჯვაროსნებს, მაგრამ 1208 წელს მათი ბატონობის ქვეშ მოექცნენ. მოგვიანებით ლატვიელი ხალხის შემადგენლობაში შევიდნენ.

ბალტიური ტომები

ლიტერატურა

რედაქტირება