სეიიდ აბდულა-ფაშა (თურქ. Seyyid Abdullah Paşa; დ. ?, ქირქუქი — გ. მარტი, 1761, ალეპო) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1747-1750 წლებში, სულთან მაჰმუდ I-ის მმართველობის პერიოდში.

სეიიდ აბდულა-ფაშა
Seyyid Abdullah Paşa
ოსმალეთის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 24 აგვისტო, 1747
მმართ. დასასრული: 2 იანვარი, 1750
წინამორბედი: თირიაქი ჰაჯი მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: დივითდარ მეჰმედ ემინ-ფაშა
მონარქი: მაჰმუდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
დაბ. ადგილი: ქირქუქი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: მარტი, 1761
გარდ. ადგილი: ალეპო, ოსმალეთის იმპერია
რელიგია: ისლამი

სეიიდ აბდულა-ფაშა დაიბადა ქირქუქში. იგი იყო სეიიდ ჰასან-ფაშას ვაჟი, რომელიც აგრეთვე ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი იყო. აბდულამ მიიღო კარგი განათლება და 1745 წლის დეკემბერში ვეზირად დაინიშნა.

ამავე წელს იგი კვიპროსის გამგებლად დაინიშნა. 1746 წელს მას რაქა ჩააბარეს, მაგრამ ის იქ ცოტა ხანი დარჩა და მალევე დააბრუნეს კვიპროსში.

1747 წლის 24 აგვისტოს იგი იმპერიის დიდი ვეზირი გახდა თირიაქი ჰაჯი მეჰმედ-ფაშას ნაცვლად. სეიიდ აბდულა-ფაშა დიდი ვეზირობის პერიოდში ხელგაშლილობით გამოირჩეოდა, რითაც მან ხალხის გულის მოგება მოახერხა. 1750 წლის 2 იანვარს იგი მოხსნეს დიდი ვეზირის პოსტიდან და დაინიშნა ბოსნიის მმართველად.

1751 წელს სეიიდ აბდულა-ფაშა დაინიშნა ეგვიპტის მმართველად. მან ეგვიპტე ერთი წლის განმავლობაში მართა. 1752 წელს იგი ანატოლიაში დააბრუნა სულთანმა და დიარბაქირის მმართველად დანიშნა.

ის რვა წლის განმავლობაში, 1752-1760 წლებში წარმატებით მართავდა დიარბაქირის სანჯაყს. 1760 წელს იგი სირიაში გაგზავნეს და ალეპოს მმართველად დანიშნეს.

1761 წელს სეიიდ აბდულა-ფაშა ალეპოში გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Buz, Ayhan (2009) "Osmanlı Sadrazamları", İstanbul: Neden Kitap, ISBN 978-975-254-278-5
  • Danişmend, İsmail Hâmi (1971),Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul: Türkiye Yayınevi