სევერგინის ვულკანი

სევერგინის ვულკანი (რუს. Вулкан Севергина) — მოქმედი ვულკანი რუსეთში, კუნძულ ხარიმკოტანზე, კურილის კუნძულთა ჩრდილოეთ ჯგუფში.[1] რთული სტრატოვულკანია. სიმაღლე 1145 მ. აგებულია ანდეზიტური ლავებით. მოქმედებენ ფუმაროლები და სოლფატარები. აქვს კრატერი. ცნობილი ამოფრქვევები დაფიქსირებულია 1713, 1846, 1848, 1883, 1931 წლებში.[2] 1933 წელს მძლავრი აფეთქებით მოისპო ცენტრალური კონუსის დიდი ნაწილი. სახელი უწოდა ივანე კრუზენშტერნმა რუსი მინერალოგისა და ქიმიკოსის ვასილი სევერგინის პატივსაცემად.[1]

სევერგინის ვულკანი
სევერგინის ვულკანი
სევერგინის ვულკანი
კოორდინატები: 49°07′05″ ჩ. გ. 154°31′10″ ა. გ. / 49.11806° ჩ. გ. 154.51944° ა. გ. / 49.11806; 154.51944
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 1933
სევერგინის ვულკანი — რუსეთი
სევერგინის ვულკანი
სევერგინის ვულკანი — კურილის კუნძულები
სევერგინის ვულკანი