ვასილი სევერგინი

რუსი მინერალოგი და ქიმიკოსი

ვასილი მიხეილის ძე სევერგინი (რუს. Севергин, Василий Михайлович; დ. 19 სექტემბერი [ძვ. სტ. 8 სექტემბერი], 1765, — გ. 29 ნოემბერი [ძვ. სტ. 17 ნოემბერი], 1826) — რუსი მინერალოგი და ქიმიკოსი. სწავლობდა აკადემიურ გიმნაზიასა და აკადემიურ უნივერსიტეტში, ხოლო 1785 წელს მინერალოგიის შესწავლის მიზნით გაგზავნეს გეტინგენში. პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ მინერალოგიის კათედრაზე აირჩიეს ადიუნქტად (1789), ხოლო 1793 წელს პროფესორად (აკადემიკოსად) იმავე კათედრაზე. ვასილი სევერგინის ძირითადი შრომები მიეძღვნა მინერალოგიას, ქიმიასა და ტექნოლოგიას. მინერალოგიაში სევერგინმა განავითარა ქიმიური მიმართულება. შემოიღო მინერალების პარაგენეზისის გაგება. ამუშავებდა რუსულ სამეცნიერო ტერმინოლოგიას. მინერალოგიური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი პეტერბურგში (1817).

ვასილი სევერგინი
დაბ. თარიღი 19 სექტემბერი, 1765(1765-09-19)
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 29 ნოემბერი, 1826(1826-11-29) (61 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
დასაფლავებულია სმოლენსკის მართლმადიდებლური სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა გეოლოგი, ქიმიკოსი და ბუნებისმეტყველი
მუშაობის ადგილი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური უნივერსიტეტი და გეტინგენის უნივერსიტეტი
ჯილდოები წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი და წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი
ხელმოწერა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Сухомлинов М. И., История Российской академии, в. 4, СПБ, 1879;
  • Барсанов Г. П., В. М. Севергин и минералогия его времени в России, " Изв. АН СССР. Серия геологическая", 1949, № 5;
  • Шафрановский И. И., Выдающиеся русские минералоги, М. — Л., 1949.