სევანის ქუჩა
სევანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); მთავარანგელოზის ქუჩიდან მარტყოფის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც გოქჩის ჩიხი, თბილისის ქუჩების 1926 წლის ცნობარში — როგორც სევანის შესახვევი.
სევანის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ავლაბარი |
წინა სახელები | გოქჩის ჩიხი, სევანის შესახვევი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 160, ISBN 978-99928-20-35-3.