საჰილ რაფიგ ოღლუ ბაბაევი (აზერ. Sahil Rafiq oğlu Babayev . 1980 წ.) — აზერბაიჯანის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, აზერბაიჯანის მოსახლეობის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი (2018 წლიდან); ფილოსოფიის დოქტორი სამართალში[1].

საჰილ ბაბაევი
აზერბაიჯანის გერბი აზერბაიჯანის მოსახლეობის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი აზერბაიჯანის დროშა
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2018 , 21 აპრილი
პრეზიდენტი  ილჰამ ალიევი
პრემიერ-მინისტრი  ნოვრუზ მამედოვი
წინამორბედისალიმ მუსალიმოვი

დაბადებული1980
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
მოქალაქეობააზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ეროვნებააზერბაიჯანელი
პოლიტიკური პარტიაახალი აზერბაიჯანი (პარტია)
შვილები2 შვილი
განათლებაბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

საჰილ ბაბაევი დაიბადა 1980 წელს ქალაქ ბაქოში[1].

1999 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა მთავარ სპეციალისტად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ინვესტიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსად (SOCAR)[1]. ამ ხნის განმავლობაში ბაბაევმა წარჩინებით დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 2002 წელს მაგისტრის ხარისხი[2][1].

იგი იყო აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2018 წლის მაისში იგი შეცვალა ქონების საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსტამ შაჰბაზოვმა)[3].

საჯარო სამსახური

რედაქტირება

2006 წელს, საჰილ ბაბაევი გახდა მილი მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე და პარლამენტში 2009 წლამდე იმუშავა, სანამ 2009 წელს მან საგარეო საქმეთა ინვესტიციების კოორდინაციისა და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობა მიიღო[1].

2011 წლიდან ბაბაევი მუშაობდა დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განყოფილების უფროსად[1], ხოლო 2014 წლის მარტში, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაბაევი დანიშნა ეკონომიკისა და წარმოების მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ [4].

2018 წლის 21 აპრილს, პრეზიდენტ ალიევის ბრძანებულების შესაბამისად, საჰილ ბაბაევი გახდა შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მინისტრი[1].

2019 წლის ივლისში, საჰილ ბაბაევი, აზერბაიჯანული მხრიდან, გახდა აზერბაიჯან-სერბეთის მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე[5], და რამდენიმე დღის შემდეგ, ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი აზერბაიჯან-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე[6].

იგი არის მმართველი „ახალი აზერბაიჯანის“ პარტიის წევრი (1995 წლიდან)[1].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს[1]. 2010 წელს, იგი გახდა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი[2].

საჰილ ბაბაევი კარგად ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს, ასევე კარგად იცის ფრანგული[1].