სახელმწიფო ხელისუფლება
სახელმწიფო ხელისუფლება — სახელმწიფოს ტერიტორიაზე მმართველობისა და კონტროლის განხორციელება პოლიტიკური საზოგადოების მიმართ სამართლისა და იძულების მეთოდების გამოყენებით.
ადრინდელ, შედარებით ვიწრო განმარტებაში სახელმწიფო ხელისუფლება სამ შტოდ იყოფოდა: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. სასაუბრო დონეზე სახელმწიფო ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლების (მთავრობა, მინისტრთა საბჭო) სინონიმად გამოიყენება.
სახელმწიფო ხელისუფლების დემოკრატიულ განხორციელებაში, როგორც წესი, იგულისხმება:
- ორგანიზაციული ეფექტურობის მაღალი ხარისხი გადაწყვეტილებების მიღებისა და რეალური პოლიტიკის მიმართ, განსაკუთრებით ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში; მისი წვლილი ქვეყნის კეთილდღეობის, სტაბილურობისა და საყოველთაო სოციალური დაცვის უზრუნველყოფაში;
- ანგარიშვალდებულება;
- „გამჭვირვალობა”;
- საჯაროობა;
- სამართლისა და კანონის უზენაესობა.