საწყალი ადამიანები
საწყალი ადამიანები (რუს. Бедные люди) — რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის პირველი რომანი. დაწერილია 1844-1845 წლებში.
„საწყალი ადამიანები“ | |
---|---|
Бедные люди | |
„საწყალი ადამიანების“ ერთ-ერთი პირველი გამოცემა | |
ავტორი | ფიოდორ დოსტოევსკი |
ქვეყანა | რუსეთი |
ენა | რუსული |
ჟანრი | ეპისტოლური რომანი |
გამოცემის თარიღი | 1846 |
საწყალი ადამიანები ეპისტოლური რომანის ჟანრში აღწერს ურთიერთობას ასაკით უფროს, დაბალ ჩინოვნიკ მაკარ დევუშკინსა და ახალგაზრდა მკერავ ქალ ვარვარა დობროსელოვას შორის, რომლებიც შორეული ნათესავები არიან. ისინი ერთმანეთს ნაზ წერილებს სწერენ, ქალის მხრიდან ესაა მგრძნობიარე თაყვანისცემა ნათესაობის გამო, კაცის მხრიდან კი ქალის ერთგულების, თბილი მეგობრობის გამო; მათ უნდათ ცხოვრება მაღალ საზოგადოებაში, რისკენაც დამამცირებელი სიღარიბე უბიძგებთ. მათ იდილიას დარღვევს ფული და შესაძლებლობა.
არაკეთილსინდისიერი ვაჭარი პოულობს გამოუცდელ გოგონას და მას, როგორც თავის დიასახლისს და თავდებს ქირაობს. ერთხელაც აგზავნის მას მამულში, სადღაც მინდორზე, ამ დროს კი დევუშკინი სიღარიბესა და ტკივილს ალკოჰოლით უმკლავდება. ამბავის ძირითადი სიუჟეტია ღარიბი ხალხის ბრძოლა საკუთარი ღირსების შეგრძნების ნაკლებობასთან. საფრთხეები და განადგურება იწვევს მათი შინაგანი თავისუფლების დაკარგვას, სრულ დამოკიდებულებას სოციალურ მოთხოვნილებებზე და ინდივიდუალურობის გაქრობას. დოსტოევსკი აჩვენებს თუ როგორ კავშირშია სიღარიბე და დამოკიდებულება შინაგანი საფრთხის საძირკველთან, ღირსების შეგრძნების გაუკუღმართებასთან, რას თავის მხრივ იწვევს შინაგან და გარეგან დანაკარგებს.[1]
მთავარი პერსონაჟები
რედაქტირება-
ვარვარა დობროსელოვა
-
მაკარ დევუშკინი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Kjetsaa 1989, pp. 69–103.