საწოლის ბაღლინჯო (ლათ. Cimex lectularius) — სისხლმწოვი მწერი ბაღლინჯოების რიგისა. აქვს ბრტყელი და მოგრძო სხეული. მამრის სხეულის სიგრძე 4,9–6,4 მმ, ხოლო მდედრისა — 4,8–8,4 მმ აღწევს. მოზრდილი მწერი მოყავისფრო-მოწითალო შეფერილობისაა, მატლი — მომკრთალო-მოყვითალო. პირის აპარატი მჩხვლეტავ-მწუწნავია. ბინადრობს ადამიანის სამოსახლოში, საქათმეში, ზოგჯერ სამტრედეში, ღამურებისა და ფრინველთა ბუდეებში, მღრღნელების სოროებში. დედალი მწერი ჩვეულებრივ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში დებს 200–250 (ზოგჯერ 540-მდე) კვერცხს. ლარვა ოთახის ტემპერატურის პირობებში გამოდის 17–20 დღე-ღამის შემდეგ. საწოლის ბაღლინჯო ადამიანისა და ზოგი თბილსისხლიანი ცხოველის პარაზიტია; იკვებება მხოლოდ სისხლით. დედალი მწერი წუწნის 7 მგ-მდე სისხლს. ბრძოლის ღონისძიებებია — დეზინსექციის სხვადასხვა მეთოდები.

საწოლის ბაღლინჯო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cimex lectularius

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება