საცხავატლოს კოშკი
საცხავატლოს კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხავატლოს სამხრეთ-დასავლეთით 800 მეტრზე, ტყით შემოსილი მთის ძირში. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. კოშკი ზურგიანია (8 x 8 მეტრი), ნაგები ყოფილა ქვიშაქვის თლილი ქვით. დანგრეულია, შემორჩენილია კედლების ფრაგმენტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- წერეთელი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 308.