თბილისის საყდრისხევის სამაროვანი
(გადამისამართდა გვერდიდან საყდრისხევის სამაროვანი)
თბილისის საყდრისხევის სამაროვანი — გვიანი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის ხანის ძეგლი თბილისში.
მდებარეობს მდინარე მტკვარის მარცხენა სანაპიროზე, ქინძმარაულის ქუჩის მახლობლად. სამაროვანზე 1978 წელს. გათხარეს ქვაყრილიანი ორსამარხები. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ კიდურბმოხრილად, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. სამაროვანი ეგრეთ წოდებული სამთავრულ კულტურას განეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თიხის ჭურჭელი შავპრიალა ზედაპირზე წითელი საღებავით არის მოხატული. მსგავსი წესით ჭურჭლის მოხატვა კახეთის სინქრონულ ხანის ძეგლებისთვის არის დამახასიათებელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 820, ISBN 99928-20-32-2.