საქაჯიის მღვიმე

მღვიმე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

საქაჯიის მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ასხის კირქვულ პლატოზე, მდინარე ჩერის აუზში, სოფელ მესამე ბალდის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 320 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ეოცენურ შრეებრივ კირქვებში. წარმოადგენს 40-45 მ სიგრძის აღმავალ მღვიმეს. შესასვლელის სიმაღლეა — 2 მ, სიგანე — 7 მ. სიღრმეში განიერდება. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება მცირე ზომის სტალაქტიტები, სტალაგმიტები; მექანიკურიდან ლოდები. ჰავა დინამიურია, ზოგადად მშრალი, თუმცა ჩერის ვოკლუზებში წყალდიდობის დროს მღვიმიდან წყალი გამოედინება.

საქაჯიის მღვიმე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მარტვილის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 320 მ
სიგრძე 40-45 მ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.