საქართველო (დამატება)

ქართული ყოველკვირეული ჟურნალი, გაზეთ „საქართველოს“ დამატება
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საქართველო (მრავალმნიშვნელოვანი).

საქართველო“ — ქართული ილუსტრირებული ყოველკვირეული ჟურნალი, გაზეთ „საქართველოს“ (1915–1921) დამატება. გამოდიოდა 1915–1917 წლებში თბილისში. რედაქტორი-გამომცემელი — ს. შანშიაშვილი. იბეჭდებოდა მხატვრული ლიტერატურის ნაწარმოებები, ილუსტრაციები და კარიკატურები. გამოქვეყნდა ე. ზოლას, რ. თაგორის, ე. ვერჰარნის, მ. ჰარტმანის და სხვათა ცალკეული ნაწარმოებების თარგმანები. ვ. ერისთავის, მ. თოიძის, გ. გაბაშვილის, ს. ციმაკურიძის, ი. ნიკოლაძის, ა. გოგიაშვილის, ოსკარ შმერლინგიასა და სხვათა ილუსტრაციები.

ლიტერატურა

რედაქტირება