საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე

აქ წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობის შესახებ.

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები (1993-2001 წლებში საქართველოს 18 წლამდე ნაკრები) 1993 წლიდან გამოდის საერთაშორისო არენაზე. 1999 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა: ჯგუფში ესპანეთთან, იტალიასთან და ირლანდიასთან მოხვდა და ამ უკანასკნელთან აღებული ერთი ქულით დაამთავრა გამოსვლა. 2013 წელს უკვე 19 წლამდე ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მხოლოდ საფრანგეთთან აიღო ერთი ქულა და ვერ გავიდა შემდეგ ეტაპზე.

2017 წელს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდა. მასპინძლის რანგში მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა მოიგო ერთი მატჩი, წააგო ორი და ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ადგილი გუნდი გბ გბ +/-
1   პორტუგალია 3 2 1 0 5 3 2 7
2   ჩეხეთი 3 2 0 1 5 3 2 6
3   საქართველო 3 1 0 2 2 4 (-2) 3
4   შვედეთი 3 0 1 2 4 6 (-2) 1


2 ივლისი 2017
20:00
  საქართველო 0 – 1   პორტუგალია თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი, გორი, საქართველო
მაყურებელი: 4 156
მსაჯი: დავიდე მასა (იტალია)
რუი პედრო   66' პენ.

5 ივლისი 2017
17:30
  საქართველო 2 – 1   შვედეთი მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 8 300
მსაჯი: სრდიან იოვანოვიჩი (სერბეთი)
გიორგი კოხრეიძე   3';

გიორგი ჩაკვეტაძე   31'.

ვიქტორ გიოკერსი   47'.

8 ივლისი 2017
20:00
  ჩეხეთი 2 – 0   საქართველო მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 25 154
მსაჯი: მადს-კრისტოფერ კრისტოფერსენი (დანია)
ონდრეი შაშინკა   45+1';

ფილიპ ჰაველკა   71'.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება