საქართველოს საელჩო ჩინეთში
საქართველოს საელჩო ჩინეთში — საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 21 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიხეილ უკლება დაამტკიცა. 2004 წლის 30 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა არჩილ სოხაძემ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლი ზიუ-შანს გადასცა დროებითი რწმუნებათა სიგელი, რის საფუძველზეც ოფიციალურად დადასტურდა საქართველოს საელჩოს გახსნა ჩინეთში.
მიხეილ უკლება, რომელიც მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ჩინეთში საქართველოს პირველი ელჩია.
ელჩები
რედაქტირება- მიხეილ უკლება — 2005-2008 წწ
- ზაზა ბეგაშვილი — 2008 წლის მარტი - დეკემბერი
- კარლო (კახა) სიხარულიძე — 2009-2011 წწ
- მამუკა გამყრელიძე — 2011-2013
- დავით აფციაური — 2014-2018 წწ.
- არჩილ კალანდია — 2018 წლიდან
მისამართი
რედაქტირებაKings Garden Villa, Block G 38, Xiao Yun Road 18, Chaoyang District, Beijing, 100016, China