საქართველოს საბჭოების V ყრილობა

სრულიად საქართველოს საბჭოების V ყრილობა (815 აპრილი, 1929, თბილისი) — საქართველოს საბჭოების რიგით მეხუთე ყრილობა. ესწრებოდა 392 დეპუტატი გადამწყვეტი, 66 — სათათბირო ხმით. მათ შორის იყო 316 ქართველი, 53 სომეხი, 24 რუსი, 22 თურქი, 16 აფხაზი 12 ოსი, 7 ბერძენი, 1 გერმანელი, 1 ებრაელი, 6 სხვა ეროვნების წარმომადგენელი. 364 სკკპ წევრი და წევრობის კანდიდატი, 9 ალკკ წევრი, 85 უპარტიო, 80 გლეხი, 75 საწარმოს მუშა, 214 მოსამსახურე, 9 მოჯამაგირე.

დღის წესრიგი: საქართველოს სსრ მთავრობის ანგარიში (ფილიპე მახარაძე), სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სოფლად კოოპერატიულიი მშენებლობის შესახებ (ს. ჯუღელი), მრეწველობის განვითარების ხუთწლიანი გეგმა(ბ. ჭიჭინაძე), საქართველოს სსრ დარაიონების შესახებ (გ. მგალობლიშვილი), არჩევნები.

ყრილობამ მიიღო დადგენილება საქართველოს სსრ მშენებლობის განვითარების I ხუთლიანი გეგმის შესახებ. გადაწყვეტილებაში საქართველოს სსრ დარაიონების შესახებ განსაზღვრა სამსაფეხურიანი ადმინისტრაციული სისტემა: ოლქი, რაიონი, სოფლის საბჭო.

საქართველოს ცაკის სხდომები

რედაქტირება
  • საქართველოს ცაკის V მოწვევის პირველი სესია — 15.4.1929, თბილისი;
  • საქართველოს ცაკის V მოწვევის მეორე სესია — 15 - 17.1.1930, თბილისი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება