საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეოთხე ადგილობრივი კრება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეოთხე ადგილობრივი კრება — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი რიგთ მეოთხე საეკლესიო კრება. შედგა თბილისში, 1927 წელს 21-27 ივნისს. კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე III. კრებამ დაადასტურა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მიერ 1923 წელს მიღებული გადაწყვეტილება გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლის შესახებ, გამარტივდა ღვთისმსახურების და სამღვდელო პირთა ცხოვრების წესები. რეფორმები მრევლმა ბოლშევიკური ხელისუფლებისგან თავსმოხვეულად აღიქვა და ისინი ვერ დაინერგა. 1928 წლიდან საქართველოს ეკლესია დაუბრუნდა იულიუსის კალენდარს.
ლიტერატურა
რედაქტირება- „საქართველოს ეკლესიის კალენდარი“, თბ., 1976, გვ. 110-111
- „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 165-166, ISBN 978-9941-0-0902-0.