საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, სეპეპროტესტანტული ეკლესია საქართველოში. სეპე არის დამოუკიდებელი, არადენომინაციური ეკლესია, რომელიც უმაღლეს ავტორიტეტად მიიჩნევს ბიბლიას. ის რადიკალურად არ განსხვავდება სხვა პროტესტანტული ეკლესიებისგან. აღიარებს იმ გადაწყვეტილებებს, რასაც სხვა პროტესტანტული ეკლესიები აღიარებენ. ეკლესია აღიარებს სულიწმინდით ნათლობის შესაძლებლობას. ეკლესია დასაბამს იღებს 1990-იანი წლებიდან, როდესაც საქართველოში ლატვიის ქალაქ ელგავიდან ჩავიდა პასტორი გიორგი ჩიტიძე. ეკლესიის სულიერი ცენტრი არის ქალაქ გორში. ეკლესია მოქმედებს კიდევ ოთხ ქალაქში: რუსთავში, თბილისში, ხაშურსა და ქარელში.

მოძღვრება

რედაქტირება

ეკლესიის მოძღვრების მიხედვით ადამიანი ქრისტიანი უნდა იყოს როგორც რწმენით, ასევე გარეგნულად. გორში ეკლესიას შექმნილი აქვს სასწავლო ცენტრი. ეკლესიის იერარქია შედგება პასტორების, თანახუცესების და დიაკვნებისგან. ეკლესიაში ყველა საკითხს წყვეტს პასტორთა სულიერო საბჭო. მრევლი იყოფა ოთხ ჯგუფად: ბავშვები 2-დან 13 წლამდე, ახალგაზრდები 13-დან 30 წლამდე, ადმინისტრაცია და „ოქროს მსახურება“ — 50 წელს გადაცილებული მოსახლეობა. ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის მოქმედებს საკვირაო სკოლა. სეპე ახალგაზრდებს მოუწოდებს სამხედრო სამსახურის გავლისკენ. სეპე შობას აღნიშნავს ორჯერ, 25 დეკემბერსა და 7 იანვარს, ხოლო აღდგომას აღნიშნავს იმავე დღეს, როდესაც მართლმადიდებლები.

ლიტერატურა

რედაქტირება