საქართველოს არქივი
„საქართველოს არქივი“ — სამეცნიერო ჟურნალი, რომელსაც სცემდა საქართველოს სსრ ცენტრალური არქივი 1926–1927 წლებში „საისტორიო მოამბის“ პირველი სერიის შემდეგ, რედაქტორი — ალ. წერეთელი. ჟურნალში გამოქვეყნებულია მასალები საარქივო საქმის თეორიულ საკითხებზე, არქივის ორგანიზაციის, ფონდების დაცვა-მოწესრიგების, მასალების დამუშავების მეთოდოლოგიურ საკითხებზე. ამასთან ერთად დაბეჭდილია გამოკვლევები საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის და საერთოდ ქართული კულტურის ისტორიის ცალკეულ საკითხებზე.
სულ გამოვიდა 3 წიგნი (I — 1926, II და III — 1927). I წიგნში დაბეჭდილია საბჭოთა მთავრობის დეკრეტი საარქივო საქმის რეორგანიზაციის შესახებ, არქივის სხვადასხვა ქვეგანაყოფის მუშაობის ინსტრუქციები და წესები. II და III წიგნი ძირითადად მეცნიერულ გამოკვლევებს შეიცავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხანთაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 172.