საისტორიო მოამბე
„საისტორიო მოამბე“ — სამეცნიერო ჟურნალი, რომელსაც 1924-1925 წლებში გამოსცემდა საქართველოს სსრ ცენტრალური არქივი, ხოლო 1945 წლიდან დღემდე ახალი ნუმერაციით გამოსცემდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მთავარი საარქივო სამმრთველო.
1924-1925 წლებში გამოვიდა 4 წიგნი (1924 - I და II, 1925 - I და II წიგნი, რედაქტორ-გამომცემელი სარგის კაკაბაძე). მათში გამოქვეყნებულია მასალები და გამოკვლევები საქართველოს ისტორიის საკითხებზე. 1945 წლიდან დღემდე (როდის შეწყდა???) გამოვიდა ამ ჟურნალის 46 ნომერი (28 წიგნად, XI ტომიდან გამოდის დაწყვილებული ნომრით). ჟურნალში გამოქვეყნებულია საინტერესო და მდიდარი საარქივო მასალა (მოკლე გამოკვლევები) რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობის, XIX-XX საუკუნეებში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ბურჟუაზიული და ადმინისტრაციული რეფორმების, მუშათა და გლეხთა რევოლუციური მოძრაობის, ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებების და კულტურის მოღვაწეთა საქმიანობის შესახებ; აგრეთვე დიდძალი მასალა საბჭოთა საქართველოს სახალხო მეურნეობისა და კულტურის ცალკეულ დარგთა განვითარების და სხვათა შესახებ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხანთაძე შ., ქსე, ტ. 8, გვ. 666, თბ., 1984